ლევან დავითაშვილი - ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენათა განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკური და  ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ

ლევან დავითაშვილი - ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენათა განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ

access_time2022-03-09 00:30:00

ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენების განვითარების მიხედვით, მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მჭიდროდ იმუშავა და გარკვეული სიმულაციები, პროგნოზები გაკეთდა, ასევე შიდა ანალიზები, დაშვებები, რომელიც გულისხმობს გარკვეულ რთულ სცენარებს რეგიონში შექმნილი ვითარებიდან და სანქციების სიმძიმიდან გამომდინარე.


„სწორედ ასეთ დროს, საჭიროა მთავრობის ქმედითი გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდი, პრემიერის ხელმძღვანელობით, ერთსულოვანია და მოვლენების განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, ეკონომიკური სტაბილურობა და განვითარების ტემპი შევინარჩუნოთ, ასევე გვქონდეს განვითარების შესაძლებლობები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შესაძლო დანაკარგებზე, საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა გვქონდეს საკომპენსაციო ღონისძიებები. ეს შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, რთული გადაწყვეტილება იყოს, მათ შორის სავალუტო რეზერვების ნაწილის გამოყენება, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ სხვა სექტორების გააქტიურებას ვხედავთ, როგორიც არის, მაგალითად, სატრანსპორტო გადაზიდვები და ლოგისტიკური მომსახურებები, რითაც საქართველოს ბუნებრივი უპირატესობა ჰქონდა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს საქართველოს კორიდორი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ბევრი სავაჭრო პარტნიორისთვის პრიორიტეტულია, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სტაბილური ალტერნატივა.


„მსგავსი სხვადასხვა შესაძლებლობით, დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ იმ დანაკარგების კომპენსირებას, რომელიც შესაძლოა იყოს და რაზეც ჩვენ გვექნება ოპერატიული, მყისიერი რეგირება. პროცესი ძალიან დინამიკურია, ყოველდღიურად იცვლება მოვლენები, ამიტომ ჩვენ მზად და მოტივირებულები უნდა ვიყოთ, რომ ადეკვატური პასუხები გვქონდეს ყველა გამოწვევაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up