ლევან დავითაშვილი - ციფრული ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოში ფინანსური უსაფრთხოების განვითარებისთვის

ლევან დავითაშვილი - ციფრული ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოში ფინანსური უსაფრთხოების განვითარებისთვის

access_time2022-05-04 15:10:00

„ციფრული ლარის შემოღება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ფინანსური სისტემის ეფექტიანობის, გადახდების სისტემების გამარტივების, ფინანსური სერვისების უფრო დაჩქარებისა და გაიაფებისთვის. ეს გაამარტივებს მთელ რიგ სახელმწიფო სერვისებს, მათ შორის საჯარო სერვისებსაც და ხელმისაწვდომს გახდის. საქართველოში უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია შემოვა და საქართველო ამ ცვლილებით ინოვაციების ავანგარდში უნდა მოხვდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ცვლილებას დრო დასჭირდება. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე.


კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მსოფლიო ბანკის მონაწილეობით. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა დიალოგის ხელშეწყობა საჯარო და კერძო სექტორის შორის ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე. მათ შორისაა, CBDC - ის სისტემის სხვადასხვა ასპექტები, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. სმარტ კონტრაქტებთან და ბიზნეს ტრანზაქციების გაციფრულებასთან.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, გადახდის სისტემების გაციფრულება და ფინანსური ეკოსისტემის განვითარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც შესაბამისობაშია გლობალურ ტენდენციებთან და გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციურ გადაწყვეტილებების მზარდ როლსა უფრო ფართო გამოყენებას. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ფინანსური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, მათ შორის ფინანსური სერვისების დიგიტალიზაციის და, ასევე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ინსტრუმენტების და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების კუთხით.



ლევან დავითაშვილის განცხადებით, CBDC-ის დანერგვა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან სიახლეს ფინანსურ სექტორში - შესაბამისად, აუცილებელია ფართო კონსულტაციები და საყოველთაო გაგება ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის. „CBDC-ს შეუძლია შესთავაზოს მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის ბიზნესების და მოსახლეობის უზრუნველყოფა ცენტრალური ბანკის ფულის მოსახერხებელი ელექტრონული ფორმით; მეწარმეებისთვის ახალი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად შესაბამისი პლატფორმის ჩამოყალიბება; უფრო სწრაფი და იაფი გადახდების მხარდაჭერა; ფინანსურ სისტემაზე მომხმარებელთა წვდომის გაფართოება,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, USAID - საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საერთაშორისო საფინანსო და დონორული ორგანიზაციები და კერძო და საჯარო დაინტერესებულ მხარეები, კომერციული ბანკების, ფინტექების/ფინტექ სტარტაპების/ფინტექ კომპანიების ბიზნეს ასოციაციების და საფინანსო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორების წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up