ლევან დავითაშვილი - „დასაქმების ახალი პროგრამით, პირველ რიგში, ჩვენ ვზრუნავთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე“

ლევან დავითაშვილი - „დასაქმების ახალი პროგრამით, პირველ რიგში, ჩვენ ვზრუნავთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე“

access_time2022-02-14 22:00:00

„ვფიქრობთ, ის სამუშაო რესურსი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველაზე ეფექტიანად და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ვზრუნავთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის არსებული პირობების გაუმჯობესებაზე“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დასაქმების ახალ პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.



მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ათობით ათასი სამუშაო ადგილი იქნება მობილიზებული. მისივე თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია ათობით ათასი სამუშაო ადგილი - ამაზე მიდიოდა მუშაობა სახელმწიფო უწყებებში, ყველა სამინისტროს დაევალა, ასევე მუნიციპალიტეტებს, რომ როგორც პრემიერმა განაცხადა, წლის განმავლობაში დაახლოებით 50 000 სამუშაო ადგილის მობილიზება მოხდეს საზოგადოებრივი დასაქმების კუთხით.



„რატომ საზოგადოებრივი დასაქმება - რასაც კერძო სექტორი, ჩვენი ეკონომიკა ვერ აგენერირებს, ჩვენ უნდა შევავსოთ ჩვენი ინიციატივით და ჩვენი ინტერვენციებით. ეს უნდა იყოს გამიზნული სამუშაო ადგილები, გამიზნული საქმიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გვქონდა ძალიან დეტალური მუშაობა, შევისწავლეთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საჭიროებები. მაგალითად - როცა ვმუშაობდი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მხოლოდ სატყეო სექტორში რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი გვაქვს და იდენტიფიცირებული იყო. ასეთი სამუშაოები ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივის - ტყის და ეკოსისტემების უკეთესად მოვლის, შენარჩუნების და აღდგენის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




მინისტრის განმარტებით, სამუშაო ადგილები იდენტიფიცირებულია სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების და სამინისტროების დონეზე. საუბარია როგორც ფიზიკურ შრომაზე, ასევე გარკვეულ საოფისე საქმიანობებზე.



ლევან დავითაშვილის თქმით, რა თქმა უნდა, ეს დასაქმების სააგენტოს ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს და სააგენტოს კომპეტენციების ზრდაც ამ პროექტის ნაწილია.



„სააგენტო დაიმატებს კადრებს და ის იქნება კოორდინატორი, რომ სწორი შესაბამისობა მოხდეს შეთავაზებულ სამუშაოსა და პოტენციური დამსაქმებლის უნარებს შორის. ასევე პროექტის ნაწილია კონკრეტული უნარების და მინიმალური კვალიფიკაციის ზრდა. როგორც წესი, აქ არ არის საუბარი ძალიან მაღალ კვალიფიკაციაზე, მაგრამ კონკრეტული უნარები უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომლებიც ამ სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან. მათი დასაქმების ეფექტიანად წარმართვა არის იმ უწყებების პასუხისმგებლობა, რომლებიც დასაქმებულებს მიიღებენ, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეროვნული სატყეო სააგენტო, ესა თუ ის მუნიციპალიტეტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ა.შ. და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ტექნიკურად აღჭურვა და იმ კვალიფიკაციების ამ ადამიანებისთვის მიწოდება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up