ლევან დავითაშვილი: „დავიწყეთ დიალოგი კერძო სექტორთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის ამოქმედება“

ლევან დავითაშვილი: „დავიწყეთ დიალოგი კერძო სექტორთან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის ამოქმედება“

access_time2022-02-17 23:00:00

„პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით დავიწყეთ დიალოგი კერძო სექტორთან, გვსურს, რომ ჩართულობა იყოს მაქსიმალური და შესაბამისად, მათი მოსაზრებები გათვალისწინებული სწორედ იმიტომ, რომ პროდუქტი იყოს ქმედითი, რეალისტური და განხორციელებადი, დაცული იყოს სახელმწიფოს, ასევე ბენეფიციარების ინტერესები, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებიც მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, გათვალისწინებული იყოს სამშენებლო სექტორის ინტერესები“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.



შეხვედრაზე, რომელსაც ლევან დავითაშვილთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივით პრემიერ-მინისტრი 14 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.



„კერძო სექტორთან ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე, ბევრ ვერსიაზე, განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობა და ვარიანტი, იყო საინტერესო მოსაზრებები დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების მხრიდან, იყო მოსაზრებები ბანკების მხრიდან, მათ შორის, საუბარია გრძელვადიანი ხელშეკრულებების პირობებში გარკვეული დაცულობის, დაზღვევის ელემენტებზე, ეს შეიძლება იყოს საფინანსო ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში. ბევრი ტექნიკური დეტალი, რა თქმა უნდა, დაზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშავოთ - შემდეგში გვექნება უკვე ჩამოყალიბებული პროექტების სხვადასხვა ვარიანტის განხილვა იმისთვის, რომ შეჯერებული პროექტი გვქონდეს და საბოლოოდ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პროგრამა ამოქმედდეს რაც შეიძლება მოკლე დროში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




მისი თქმით, ეს პროგრამა არის დამატებითი შესაძლებლობა, კერძო სექტორში მოვიზიდოთ დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი - ეს შეიძლება იყოს ფინანსები, რომელსაც საბანკო სექტორი გამოყოფს.



„მილიარდი ლარი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი, დამატებითი ზრდა, მითუმეტეს, როცა ვსაუბრობთ სამშენებლო სექტორზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, იყენებს ადგილობრივ ნედლეულს და მასალებს. მნიშვნელოვანია, რომ აქ არის დასაქმების მთელი ჯაჭვი, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ წარმოებას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



მინისტრის ინფორმაციით, პროგრამის მოსამზადებლად შედგა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციები, ასევე ინდივიდუალურად კომპანიები, რომლებსაც ექნებათ ამის სურვილი. სამუშაო ჯგუფში როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე სხვადასხვა უწყებიდან იქნებიან წარმოდგენილნი კონკრეტული ადამიანები და ჯგუფი ძალიან აქტიურ რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს პროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის.



ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up