ლევან დავითაშვილი: „ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა“

ლევან დავითაშვილი: „ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოს მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა“

access_time2022-03-28 15:40:00

„ევროკავშირის წევრობაზე განაცხადით გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს, საქართველომ მიიღოს სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით, დაჩქარდეს არსებული დაახლოების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს პროცესი მაღალ დონეზე იქნება კოორდინირებული და ამას პრემიერ-მინისტრი გაუწევს კონტროლს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების 5 წლისთავზე საუბრისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ლევან დავითაშვილის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ქვეყნის მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ამისთვის მრავალკომპონენტიანი გეგმაც არსებობს. მინისტრის თქმით, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, საბაზისო მიმართულება იყო ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა.


„საქართველომ მიიღო ევროპაში მიმოსვლის ლიბერალური, ვიზისგან თავისუფალი რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა შეგვიძლია თავისუფლად, ბარიერების გარეშე და ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს თაობების ოცნებაც იყო, მათ შორის ჩემიც, ახალგაზრდობიდან მოყოლებული, რადგან ვიზა ყოველთვის უხერხულობას და ბარიერს წარმოადგენდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეტი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, ასევე კულტურული, საგანმანათლებლო ურთიერთობებისთვის, ტურიზმისთვის და ა.შ. თუმცა, ჩვენ ევროპასთან ინტეგრაცია უფრო ადრე დავიწყეთ, როცა ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.



რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებს - ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელიც საბოლოოდ საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობით უნდა დასრულდეს, და ეს არის მთავარი ამოცანა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ კუთხით მთავრობა ყველაფერს აკეთებს და უკვე დიდი პროგრესია მიღწეული, რადგან ამ ხელშეკრულებებმა ზუსტად განსაზღვრა არამარტო საქართველოს უფლებები, არამედ, მათ შორის, კონკრეტული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები.


„ამაზე მთავრობის გუნდი, ყველა სამინისტრო ერთიანად მუშაობს, მათ შორის, იმისთვის, რომ პოლიტიკის, საკანონმდებლო და მარეგულირებელი დოკუმენტების დაახლოება მოხდეს ევროპასთან, მოხდეს ინსტიტუციების დაახლოება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up