ლევან დავითაშვილი: „გასტრონომიული სექტორის განვითარება მჭიდრო კავშირშია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და წარმოების სტიმულირებასთან”

ლევან დავითაშვილი: „გასტრონომიული სექტორის განვითარება მჭიდრო კავშირშია ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და წარმოების სტიმულირებასთან”

access_time2021-06-30 12:10:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლებს, მსოფლიო პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის ,,ბოკუზ დორ“ საქართველოს ბორდის წევრებსა და წამყვან შეფ-მზარეულებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრაზე „ბოკუზ დორ - საქართველოს“ 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებაში აღნიშნული ჩემპიონატის და ზოგადად, გასტრონომიის როლზე იმსჯელეს.



როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და ავთენტური პროდუქტების წარმოჩენა-პოპულარიზაციის კუთხით, სარესტორნო სექტორის და განსაკუთრებით, შეფ-მზარეულების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია.




„ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია პოპულარიზებას საჭიროებს. მისი სწორად წარმოჩენა, რეგიონულ დონეზე განსხვავებული სამზარეულოს სპეციფიკების მომხმარებლამდე მიტანა შეფ-მზარეულების მხარდაჭერით უნდა მოხდეს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ არაერთ უწყებასთან გასტრონომიული სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის, რადგან ეს მჭიდრო კავშირშია ქართული პროდუქტების პოპულარიზაციასთან, წარმოების სტიმულირების, სოფლის, აგროსექტორის და, რაც მთავარია, ღვინის სექტორის განვითარებასთან. ქვეყნებში, სადაც ქართული გასტრონომიის ელემენტები უკვე არსებობს, ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარობა უფრო დიდია, რაც ქართული ღვინის სექტორის პროდუქციას რეალიზების დამატებით შესაძლებლობას აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ კულინარია კულტურული დიპლომატიის ნაწილიცაა. ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ მისი გამოყენებით ქართული პროდუქციის წარმოჩენა-წახალისება როგორც შიდა ბაზარზე, ადგილობრივ მომხმარებლებში, ასევე საერთაშორისო დონეზე, ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებში. იმედი მაქვს, საქართველოში სარესტორნო სექტორი სწრაფად აღდგება და განვითარდება. თანამშრომლობით და სწორი კომუნიკაციით, ჩვენ შევძლებთ, ქართული კულინარიის და ზოგადად, გასტრონომიული კულტურის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას და ქართველი შეფების მხარდაჭერას, რაც, საბოლოოდ, ჩვენ მთავარ მიზანს, დარგის განვითარებას და გაძლიერებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული, საქართველოში წარმოებული სურსათის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა ნდობის ამაღლების მიმართულებით, ასევე, პროდუქციის ბრენდინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის, მისი დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის კუთხით.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up