ლევან დავითაშვილი: „გვაქვს ურთიერთობა იმპორტიორებთან და  მოლოდინი, რომ საწვავზე პიკური პასები გადაივლის დროის გარკვეულ მონაკვეთში“

ლევან დავითაშვილი: „გვაქვს ურთიერთობა იმპორტიორებთან და მოლოდინი, რომ საწვავზე პიკური პასები გადაივლის დროის გარკვეულ მონაკვეთში“

access_time2022-03-28 15:20:00

„დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკში არის შეძენილი, თუმცა, გვაქვს უშუალო ურთიერთობა იმპორტიორებთან და არის მოლოდინები, რომ ეს პიკური ფასები გადაივლის და საწვავზე უფრო ნაკლები ფასები შეიძლება გვქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით მთავრობაში მიმდინარეობს მსჯელობა დაზღვევის მექანიზმებზე და სხვადასხვა ტიპის ინტერვენციაზე, მაგრამ, მინისტრის შეფასებით, ის მოთხოვნა, რაც ეხებოდა გადასახადების გაუქმებას, არ არის შესაბამისი და ადეკვატური ზომა.


„ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს იმისთვის, რომ ფისკალური დისციპლინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს, მას არ ჰქონდეს ძალიან ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე და ზოგადად, ამან არ იმოქმედოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. თუმცა, ცხადია, გვესმის ამ საკითხის მგრძნობიარობა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს საწვავთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებზე, ვაკვირდებით სიტუაციას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ლევან დავითაშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები, ბუნებრივია, თავის ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე მთელ მსოფლიოში.


„საქართველოც, სამწუხაროდ, ასევე „იხდის ომის გადასახადს,“ მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, თუმცა, მთავრობის ამოცანაა, რომ ეს მაქსიმალურად ნაკლები იყოს. რა თქმა უნდა, იქნება პრობლემა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ ის ნაკლები იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up