ლევან დავითაშვილი - იმედი მაქვს, რომ აბაშა დაგვიჭერს მხარს მომავალშიც, რათა გავაგრძელოთ ერთად დაწყებული საქმის კეთება

ლევან დავითაშვილი - იმედი მაქვს, რომ აბაშა დაგვიჭერს მხარს მომავალშიც, რათა გავაგრძელოთ ერთად დაწყებული საქმის კეთება

access_time2021-08-27 18:50:00

ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ აბაშის მერობის კანდიდატის, გიგა გაბელიას წარდგენის ღონისძიებაზე, აგრარული დარგის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროექტების შესახებ საუბრისას, აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში, მათ შორის აბაშის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად, სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი განსაკუთებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეული ოჯახი იყოს ეკონომიკურად ძლიერი.



„აბაშის მუნიციპალიტეტეში გვაქვს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომელიც უნდა ავითვისოთ და უფრო მეტი ღირებულება შევქმნათ თითოეულ ჰექტარზე. შესაბამისად, სახელმწიფომ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ თქვენს ინიციატივებს მხარი დაუჭიროს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. 2012 წლიდან სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოვაცხადეთ და ეს არ ყოფილა ფუჭი სიტყვები. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ სოფლის მეურნეობის დაფინანსება, მაგრამ არა სახელმწფიო საწარმოების შექმნის დაფინანსება და თქვენი ინიციატივებისთვის კონკურენციის გაწევა, არამედ, თითოეული ფერმერის კონკრეტული, კერძო ინიციატივის მხარდაჭერა. 50 მლნ-იანი საბანკო პორტფელი, რაც სოფლის მეურნეობის დაფინანსების მთელი ოდენობა იყო 2012 წლისთვის, გავზარდეთ და დღეს ის 2 მლრდ ლარს გადააჭარბებს. სახელმწიფომ ასეულობით მლნ ლარი თანადაფინანსება მოახდინა საპროცენტო განაკვეთის იმისათვის, რომ ეს საკრედიტო რესურსი ყოფილიყო შეღავათიანი, ფაქტობრივად უფასო. თქვენ რა კრედიტსაც იღებთ, იმას აბრუნებთ და ამით შეგიძლიათ სოფლის მეურნეობა განავითაროთ. შეღავათიანი აგროკრედიტი იყო პირველი ნაბიჯი, ქართული ოცნების დაპირება, რომელიც ჩვენ შევასრულეთ და, ვფიქრობ, რომ ამან მოგვცა ის შედეგი, რომელსაც ყველა ვხედავთ სოფლის მეურნეობაში - ეს არის გაზრდილი შემოსავლები სოფლის მეურნეობაში, დამატებით ღირებულება. გარდა ამისა, თითოეულ მიმართულებაში ჩვენ შემოვიტანეთ საგრანტო დაფინანსება; დავიწყეთ ისეთი პროგრამების განხორციელება, როგორიცაა დანერგე მომავალი და გულისხმობს გრანტებს ახალი ბაღების გაშენებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო პირველად წარმოებასთან ერთად, გააგრძელებს თანადაფინანსებას შემნახველი მეურნეობების, სამაცივრე მეურნეობების, გადამმუშავებელი საწარმოების მიმართულებით, რომლებიც დაასაქმებს მოსახლეობას და შექმნის დოვლათს თითოეულ მუნიციპალიტეტში.



მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროექტზეც ისაუბრა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მხარდაჭერით მიმდინარე წლიდან ამოქმედდება და მისი განხორციელებისთვის 50 მლნ ლარი დაიხარჯება.




„საგრანტო თანადაფინანსებით თქვენ საშუალება მოგეცემათ ახალი ტექნიკა შეიძინოთ ეს იქნება მცირე გაბარიტიანი, საშუალო თუ მსხვილ მაშტაბიანი ტექნიკა ან ნებისმიერი იმპლემენტი. ის, რაც გაგიადვილებთ შრომას და უფრო კონკურენტუნარიანს გახდის ჩვენ სოფლის მეურნეობას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგის 10 წლიანი განვითარების გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი ქვეყანა.



„ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა გამოვკვებოთ, დამატებითი წვლილი შევიტანოთ ეკონომიკის განვითარებაში. ამაზე გვაქვს მკაფიო ორიენტირები, კონკრეტული ინდიკატორები და, როგორც ყოველთვის, აქაც ვართ პასუხიგებლიანები და ანგარიშვალდებულები. ამ ანგარიშს ჩაგაბარებთ წლიდან წლამდე, თუ რას მივაღწევთ. მაგრამ მივაღწევთ იმ შემთხვევაში, თუ იქნება თქვენი მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ წლების განმავლობაში გვიჭერდით მხარს, გვაძლევდით საშუალებას, რომ ერთად გვეკეთებინა საქმე. იმედი მაქვს, რომ აბაშა დაგვიჭერს მხარს მომავალშიც, რათა გავაგრძელოთ ერთად დაწყებული საქმის კეთება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up