ლევან დავითაშვილი ჟენევაში UNECE-ის ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის სესიას თავმჯდომარეობდა

ლევან დავითაშვილი ჟენევაში UNECE-ის ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის სესიას თავმჯდომარეობდა

access_time2021-10-22 10:30:33

სესიაზე მხარეებმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორჰუსის კონვენციის ძირითადი დოკუმენტი - „ჟენევის დეკლარაცია გარემოსდაცვითი დემოკრატიის შესახებ მდგრადი, ინკლუზიური და სტაბილური განვითარებისათვის” მიიღეს. 



„ჩემთვის პატივია, რომ საქართველოს სახელით ვმონაწილეობ ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრაში. გარემოსდაცვითი საკითხების განხილვასთან ერთად, შესაძლებლობა გვაქვს, აღვნიშნოთ ორჰუსის კონვენციის ძალაში შესვლის 20 წლის იუბილე. ჩვენს  მიერ ერთობლივად განხორციელებული აქტივობებით მივაღწიეთ პროგრესს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გარემოსდაცვითი დემოკრატიის განმტკიცება, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ორჰუსის ოჯახი გაფართოვდეს და გახდეს უფრო ძლიერი”, - განაცხადა ვიცეპრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.




როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევის დეკლარაცია წარმოადგენს პოლიტიკაზე ორიენტირებულ დოკუმენტს, რომლის ძირითადი გზავნილები ეხება ორჰუსის კონვენციისა და მისი ოქმის როლს მდგრადი, ინკლუზიური და სტაბილური განვითარების ხელშეწყობაში.  

ერთობლივი მაღალი დონის სეგმენტში ორჰუსის კონვენციისა და მისი ოქმის მხარე ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, მინისტრები და სახელმწიფო მდივნები, ასევე, სხვადასხვა დელეგაციის, საერთაშორისო, რეგიონული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 


სესიაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს მისიის ხელმძღვანელი გაეროს ჟენევის ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ალექსანდრე მაისურაძე. 

ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრას მეორე ვადით თავმჯდომარეობდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელიც, ამავდროულად, ორჰუსის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის 7 წლიანი ციკლი დასრულდა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებით, რაც გულისხმობს გაეროს ფარგლებში პირველი ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას; ეს არის სწრაფი რეაგირების მექანიზმი, ე.წ., მომხსენებელი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება დაინტერესებული პირების მიერ ორჰუსის კონვენციაში გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით სწრაფ რეაგირებზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up