ლევან დავითაშვილი: „კონგრესმენებთან შეხვედრაზე მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს“

ლევან დავითაშვილი: „კონგრესმენებთან შეხვედრაზე მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სურვილი, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს“

access_time2022-05-12 13:40:00

„აშშ-ის კონგრესში, ჩვენს მეგობარ კონგრესმენებთან შეხვედრის დროს, იყო ძალიან მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მადლობას ვუხდით კონგრესმენებს ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც გამოხატულია საქართველოს მხარდაჭერის აქტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა იმ პირობებში, როდესაც რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი და აქ საუბარია იმაზე, რომ აშშ-ის კონგრესი და კონგრესმენები ყველა ფორმატში მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა კონგრესმენებთან - დარენ სოტოსა და ბრენდან ბოილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრები ვიცე-პრემიერის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მათში ასევე საქართველოს ელში აშშ-ში დავით ზალკალიანი მონაწილეობდა.


კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. აღინიშნა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.


საქართველო დაინტერესებულია, რათა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ - სთან გადავიდეს ახალ საფეხურზე, რაც წარმოადგენს კიდევ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. ამ მხრივ, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, აშშ - სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. ასევე აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოსა და აშშ - ს შორის.



ლევან დავითაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად, კონგრესი მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი. მისივე თქმით, კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს.


„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ურთიერთობა, რომელიც ძალიან მჭიდროდ და ალბათ ყველაზე მაღალ დონეზეა ჩვენ ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს იმისთვის, რომ თანამშრომლობა, რომელიც დღეს წარმატებით მიმდინარეობს, კიდევ უფრო შედეგიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up