ლევან დავითაშვილი: „მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახნავი ტერიტორიები, რაც საქართველოს დაბლობშია მოქცეული მთლიანად უნდა იყოს მელიორირებული“

ლევან დავითაშვილი: „მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახნავი ტერიტორიები, რაც საქართველოს დაბლობშია მოქცეული მთლიანად უნდა იყოს მელიორირებული“

access_time2021-07-01 15:20:00

„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.



მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.



საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი სარწყავი ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია/მოდერნიზაციის 10-წლიანი პროგრამით, 2030 წლის ბოლოს, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 227 000 ჰექტარზე მეტი, ხოლო დამშრალი ფართობი - 74 000 ჰექტარზე მეტი იქნება.
„ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარების, ეს არის საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ესეც არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამ კუთხით განსაკუთრებული შედეგები აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას.



ფაქტობრივად მიტოვებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე შეუძლებელი იყო სოფლის მეურნეობის განვითარება, მით უმეტეს თანამედროვე, ორგანიზებული სოფლის მეურნეობის განვითარება, პროდუქტიულობაზე საუბარი და ჩვენ, ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებით, სიტუაცია შევცვალეთ.
2012 წლიდან 2021 წლამდე გასარწყავიანებული ფართობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოს გეოგრაფიული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში ჭარბტენიანობის პრობლემის გადასაწყვეტად, დრენაჟი აუცილებელია. აქ კიდევ უფრო ამბიციური იქნება ჩვენი მუშაობა; მეტი ყურადღება იქნება სახელმწიფოს მხრიდან გამახვილებული და დრენირებული და წყალუზრუნველყოფილი ფართობი, ჯამში, 300 ათასი ჰექტარამდე გვექნება. ეს არის მაქსიმუმი, რასაც ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია და ტერიტორიები გვაძლევს, სადაც მაღალი ღირებულების პროდუქციის წარმოება უნდა შევძლოთ. დიდი და მცირე კავკასიონი და მთიანი ტერიტორიების გამოკლებით, მცირე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სახნავი ტერიტორიები, რაც საქართველოს დაბლობშია მოქცეული მთლიანად უნდა იყოს მელიორირებული. ეს არის ამბიციური გეგმა, რომელსაც ქვეყანა 2030 წლისთვის აუცილებლად მიაღწევს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.




გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის გაზრდის და ათვისების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.



2012-2020 წლებში, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით 430 მლნ ლარამდე თანხა დაიხარჯა; შედეგად, ქვეყანაში, 200 ათას ჰექტრამდე მელიორირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია; წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობები 3-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს (2012 წელს წყალუზრუნველყოფილი იყო, დაახლოებით, 45 ათას ჰექტარამდე, დრენირებული ფართობი - 14 ათასი ჰექტარი). დღეისათვის, წყალი მიეწოდება ათეულობით ისეთ სოფელს, სადაც 2-3 ათეული წელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.



მიმდინარე წელს, სახელმწიფოს და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ქვეყნის მასშტაბით, 80 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.



ქვეყნაში სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარების პარალელურად, სარწყავ წყალზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. აქტუალური ხდება წყლის რაციონალურად განაწილებისა და ეფექტიანად მოხმარების საკითხი, სამელიორაციო მომსახურების არეალის გაზრდა და ბენეფიციართა სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up