ლევან დავითაშვილი: „მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს „ზრდა საქართველოში“ ხუთწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობისა და ხალხის მიმართ“

ლევან დავითაშვილი: „მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს „ზრდა საქართველოში“ ხუთწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობისა და ხალხის მიმართ“

access_time2021-11-19 17:50:00

საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერტან და ევროპასა და აზიაში „ქემონიქს ინტერნეშენალის“ ვიცეპრეზიდენტ ტატიანა დუდკასთან ერთად, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



„აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია არაერთი მიმართულებით. პროექტი „ზრდა საქართველოში“ ჩვენი სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო. 5 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, მრავალი ღონისძიება ჩატარდა, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტი თანამშრომლობდა როგორც კერძო სექტორთან, ფერმერებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, ასევე, სახელმწიფო უწყებებთან. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ საჭიროებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიმდინარეობა და განხორციელება სრულად იყო თანხვედრაში სამინისტროს პოლიტიკასთან. ჩვენ გვქონდა მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა პროექტის ყველა ეტაპზე. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტს „ზრდა საქართველოში“ ხუთწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობისა და ხალხის მიმართ”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა 5 წლიანი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.




პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში და მისი მხარდაჭერით, 41 861 603 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებმა; 1 241 ბიზნესსუბიექტმა გაზარდა გაყიდვები პროექტის დახმარებით და მიიღო მეტი შემოსავალი; შეიქმნა 3 500 სამუშაო ადგილი, მათ შორის, 1 706 სრულგანაკვეთიანი; 18 480 ოჯახის შემოსავალი გაიზარდა 25%-ით; 45%-ით გაიზარდა მედეგობის ინდექსი პროექტის სამიზნე 81 თემში საარსებო წყაროებთან დაკავშირებული შოკების და რისკების მიმართ; 5 119 ბენეფიციარს გაეზარდა მედეგობა საარსებო წყაროებთან დაკავშირებული შოკების და რისკების მიმართ; საქართველოს მთავრობისგან და სხვა სტრუქტურებთან ინფრასტრუქტურული და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, პროექტმა 6 196 794 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა; პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები 26 070 ბენეფიციარი სარგებლობს განახლებული ინფრასტრუქტურით.



USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მიზნად ისახავდა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების ზრდას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას, რამაც, საერთო ჯამში, ხელი შეუწყო პროექტის სამიზნე რეგიონებში მცხოვრები ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მდგრადობას.



პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხორციელდებოდა საქართველოს 6 რეგიონის 81 თემში, მათ შორის, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up