ლევან დავითაშვილი - „პრემიერის ინიციატივა სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით,  ეკონომიკის ზრდასა და დეველოპერულ სექტორში დასაქმებას მოგვიტანს“

ლევან დავითაშვილი - „პრემიერის ინიციატივა სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით, ეკონომიკის ზრდასა და დეველოპერულ სექტორში დასაქმებას მოგვიტანს“

access_time2022-02-14 21:00:00

„პრემიერის ინიციატივა, რომელიც სამშენებლო სექტორის მაქსიმალურად სტიმულირებას ითვალისწინებს, ჩვენი მონახაზით, ეკონომიკაში მოგვიტანს ზრდას და წაახალისებს ისეთ სექტორს, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ამ სექტორში როგორც სოციალურად დაუცველი, ისე ამ სტატუსის არმქონე ჩვენი მოქალაქეებისთვის დასაქმების ახალი საშუალებები უნდა გავაჩინოთ.


„ჩვენ ამ ინიციატივებით, რაც პრემიერს გააჩნია, შიდა რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას გავაკეთებთ. ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ დამატებით ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე, მაგრამ რა რესურსებიც გაგვაჩნია, მის აქსელერაციას გააკეთებს ეკონომიკის სამინისტრო და ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამ ინიციატივის აზრი პრემიერმა განმარტა და როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა გულისხმობს, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან ფინანსების მობილიზება შეძლოს სამშენებლო სექტორმა, იმ კომპანიებმა, ვისაც გამოცდილება გააჩნია და უფრო სწრაფად მოხდეს ძირითადი სახელმწიფო საჭიროებების მოგვარება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი ბიუჯეტის რესურსების სიმცირიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მისივე თქმით, დღეს თითოეული სახელმწიფო უწყება, თავის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს და შესყიდვებს ახორციელებს ასიგნირების ფარგლებში, მათთვის შეზღუდულია მრავალწლიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა, მაგრამ პრემიერმა უკვე წარმატებით გამოსცადა თავდაცვის სამინისტროში, როდესაც ძალიან ბევრი დასაქმებულისთვის ამ უწყებაში საბინაო პრობლემების მოგვარება მოხდა უმოკლეს დროში. მათ შორის, მაქსიმალურად ეფექტიანად ფასების კუთხითაც, რადგან ამან გამოიწვია კერძო სექტორის მეტი ჩართულობა და მაღალი კონკურენცია.



„იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, რადგან ჩვენ გვქონდა როგორც საფინანსო სექტორთან, ასევე სამშენებლო სექტორთან საუბარი - თითოეული სამინისტრო ამ მომენტისთვის ამუშავებს საჭიროებების გეგმას, რომელთაც წარვუდგენთ ბიზნესს - მე, პირადად, მექნება შეხვედრა ბიზნესთან ამის თაობაზე და აქაც კერძო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციით ჩამოვაყალიბებთ იმ პირობებს, რომ პროგრამა ეფექტიანად განხორციელდეს, იყოს რეალისტური და იყოს შედეგების მომტანი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, უამრავი საჭიროებაა საჯარო ინფრასტრუქტურის, სკოლების, ბაღების, კულტურისა და სპორტის ობიექტების, ასევე კომუნალური საკითხების მოგვარების, როგორიცაა დევნილებისთვის, ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული პირებისთვის და ვეტერანებისთვის კომუნალური საკითხების გადაწყვეტა.


„დარწმუნებული ვარ, 2-3-წლიან პერსპექტივაში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინით დაკმაყოფილების საკითხს, ასევე მთლიანად ბევრი მიმართულებით გავაუმჯობესებთ საჯარო ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ქვეყანამ, ერთი მხრივ, შეძლოს თავისი სოციალური პასუხისმგებლობის უკეთესად შესრულება, მეორე მხრივ კი, ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის დამატებითი სტიმულირება მოვახდინოთ. დარწმუნებული ვარ, წელს მოვიზიდავთ მილიარდი ლარის დამატებით ინვესტიციას ამ მიმართულებით, რაც ეკონომიკის დამატებით ზრდას გამოიწვევს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up