ლევან დავითაშვილი  - ქართული ფუტკარში განსაკუთრებით აღსანიშნავი კოლხური პოპულაცია, რომელიც მუხურის მეურნეობაში არის შენარჩუნებული და ჩვენ ვიწყებთ ამ პოპულაციის გენოფონდის გამრავლებას

ლევან დავითაშვილი - ქართული ფუტკარში განსაკუთრებით აღსანიშნავი კოლხური პოპულაცია, რომელიც მუხურის მეურნეობაში არის შენარჩუნებული და ჩვენ ვიწყებთ ამ პოპულაციის გენოფონდის გამრავლებას

access_time2021-08-26 15:27:00

„ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი შესაძლებლობები სასოფლო ეკონომიკის მხარდაჭერის და ეს გულისხმობს ტურისტული, აგროტურისტული თუ ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა „ქართული ოცნების“  ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენაზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამორჩეულია, რადგან ამ მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში სამინიტროს სისტემაში არსებული განსაკუთრებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მდებარეობს.

„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე, ამ მრავალფეროვნების დიდი ნაწილია ქართული ფუტკარი. ქართული ფუტკარში განსაკუთრებით აღსანიშნავი კოლხური პოპულაცია, რომელიც მუხურის მეურნეობაში არის შენარჩუნებული. ჩვენ ვიწყებთ ამ პოპულაციის არა მხოლოდ შენარჩუნებას, არამედ ამ გენოფონდის გამრავლებას, იმისთვის რომ რეალურ წარმოებაში დავუბრუნოთ მოსახლეობას და მივიღოთ მეტი შემოსავალი და სიკეთე. ამავე დროს, ეს გენეტიკური რესურსები ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია, დედა ფუტკრის სწორი წარმოების შემთხვევაში, დამატებითი ექსპორტით მივიღოთ შემოსავალი, გავამრავლოთ და გავიტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი ტყის კოდექსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით ტყის ფონდი, ტყის რესურსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გავაფართოვოთ საკვები არეალი კოლხური ფუტკრისთვის და მეტი იყოს მაღალხარისხიანი ქართული თაფლის წარმოება; შევქმნათ დამატებითი ტყის ეკონომიკა.


„მიმდინარე წელს ამოქმედდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს აჩენს; რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, გავუფრთხილდეთ ჩვენ ტყეს, მის ეკოსისტემას და, მეორე მხრივ, ამ ტყიდან მივიღოთ მეტი ეკონომიკური სარგებელი სწორად დაგეგმილი მეურნეობების პირობებში; ამისთვის ვიწყებთ სატყეო მეურნეობების აღდგენას და, რა თქმა უნდა, ეს შეეხება ჩხოროწყუსაც, რადგან აქ ამ მიმართულებითაც დიდი პოტენცილი არსებობს“, - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up