ლევან დავითაშვილი: „ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია“

ლევან დავითაშვილი: „ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია“

access_time2022-10-06 20:00:00

ლევან დავითაშვილის განცხადებით, არსებული გამოწვევების და ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციის კუთხით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.


ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება მთავრობის ეკონომიკური პრიორიტეტებიდან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - რომ სატრანზიტო პოტენციალი სრულად იქნას ათვისებული. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაა.


„2021–22 წლებში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პროექტები განხორციელდა ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში. მათ შორის, ბათუმში დასრულდა მულტიმოდალური ,,კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობა, სადაც მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებია განხორციელებული, და რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძის ფუნქციის გასაძლიერებლად. ასევე ახალი თანამედროვე საპორტო ინფრასტურქტურა გაჩნდა ფოთში, რომელიც ასევე აშშ–ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) დაფინანსებით ამოქმედდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შავ ზღვაზე დაკავშირებადობის ზრდა დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი მარშრუტი დღეს ყველაზე მეტად მიმზიდველია და უფრო კონკურენტუნარიანი.


„საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი დღეს აკავშირებს არამხოლოდ ევროპასა და აზიას, არამედ რეგიონს დამატებით მიმზიდველობას სძენს საინვესტიციო კუთხით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი საბორნე გადაზიდვების და რეგულარული საბორნე მიმოსვლის მხრივ საქართველოს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის. ამ კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი შესწავლა გავაკეთეთ ევროკავშირთან ერთად და მკაფიო გეგმის თანახმად, ჩვენ დამატებითი რეგულარული საბორნე კავშირები გვექნება ამ მიმართულებებში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ასევე რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომლის ფარგლებში დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 86%.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up