ლევან დავითაშვილი - რეალურად, საწვავზე ფასის შემცირებას ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ

ლევან დავითაშვილი - რეალურად, საწვავზე ფასის შემცირებას ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ

access_time2022-03-30 09:00:00

ენერგომატარებლების მაღალი ფასი იყო იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.


„უკრაინის ომი აისახება არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკებზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ენერგომატარებლები მაღალ ფასს ინარჩუნებს და ზუსტად ეს მაღალი ფასი იყო იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო. ალბათ, ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.


მისი თქმით, ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გარდა მსოფლიოში არ დარჩენილი ქვეყანა, სადაც საწვავზე ფასის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდა.


„საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. თუმცა აქ არ არის საწვავის ყველაზე მაღალი ფასი. უკვე იყო სხვადასხვა ექსპერტის მხრიდან განცხადებები, რომ საქართველოში საწვავის ფასი არის ზოგიერთ ქვეყანაზე, ძირითადად ნავთობმწარმოებელ ქვეყნებზე უფრო მაღალი, მაგრამ ასამდე ქვეყანაა, სადაც საქართველოზე მაღალი ფასი დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს დამაიმედებელი არ არის. ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებზე და ეკონომიკაზე ეს მძიმედ აისახება. იმიტომ, რომ ნავთობპროდუქტები ბევრი სხვადასხვა პროდუქტის ფასწარმოქმნაში მონაწილეობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.



როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ასეთ დროს რამდენიმე გამოსავალი არსებობს და სახელმწიფომ შეიძლება, რამდენიმე ნაბიჯი გადადგას. მისივე თქმით, საწვავზე ფასის შემცირება მოსალოდნელია ორკვირიან პერსპექტივაში.


„ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით სიტუაციას და გვაქვს მუდმივი დიალოგი და კოორდინაცია კერძო სექტორთან. მე ხვალაც მექნება შეხვედრები. ამ სიტუაციაში მთავარი ის არის, რომ უფრო მძიმე შედეგებს არ უნდა ველოდოთ. რეალურად, ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ ფასის შემცირებას. ბაზარს აქვს მოლოდინი, რომ სიტუაცია დამშვიდებისკენ, დასტაბილურებისკენ უნდა წავიდეს და დაახლოებით, ომამდე მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის რამდენიმეთვიანი ფიუჩერსული გარიგების ანალიზი. ჩვენ მოკლევადიან კონტრაქტებსაც ვუყურებთ და არის კონკრეტული კომპანიების მხრიდან უფრო იაფად შეძენილი საწვავი, რომელიც ჩვენი იმედით, მალე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე, რამაც მაღალი ფასების წნეხი უნდა მოხსნას“, – განაცხადა დავითაშვილმა.


გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ხელისუფლებამ განიხილოს აქციზის გადასახადის გაუქმების, ან შემცირების საკითხი, რამაც შეიძლება, საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შეამციროს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ გუნდში ასეთ დროს ყველაფერი განიხილება ხოლმე და არ არის ოფცია, რომელიც ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში არ უნდა იქნას გათვალისწინებული.


„რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით გულხელდაკრეფილი. აქციზის ფასი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ეფექტის მატარებელი ვერ იქნებოდა. იმიტომ, რომ გვესმის, ფასი რამხელაა – სამ ლარს გადასცდა და ოთხ ლარამდე ავიდა. 30-თეთრიანი აქციზი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ამ ფასწარმოქმნაში, რომელსაც შეიძლება, განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება უფრო იაფად შეძენილი საწვავის ბაზარზე გამოჩენას. რაც შეეხება გადასახადების გაუქმებას გარკვეული პირობებით, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ოფცია, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა მიმართავს. მათ შორის, ჩვენთანაც ეს შეიძლება, იყოს გაუქმება, შემცირება, ან გარკვეული მცოცავი, სხვადასხვა ტიპის ჰეჯირებული გადასახადი, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან სათუთ საკითხთან და ეს არის ფისკალური დისციპლინა, რომელიც ამ ქვეყანაში მოწესრიგებულია, გარკვეული რეჟიმი არსებობს და ამის ასე ხელყოფა ძალიან რთულია, რასაც შეიძლება, ჰქონდეს ძალიან ცუდი, გადამდები ეფექტი და იყოს საკმაოდ სახიფათო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up