ლევან დავითაშვილი: „რიონის ხეობის მცველებთან“ ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის

ლევან დავითაშვილი: „რიონის ხეობის მცველებთან“ ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის

access_time2022-02-21 16:20:00

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად ღია დიალოგისთვის, რაც მათაც შეიძლება დაადასტურონ. მე დღესაც მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისათვის. თუმცა, საუბარი საუბრისთვის შედეგის მომტანი ვერასდროს ვერ იქნება. საჭიროა სპეციალისტების მოსმენა და მათი ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება,“ - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საზოგადოებრივი ჯგუფის „რიონის ხეობის მცველების“ განცხადებას სამთავრობო უწყებებთან ე.წ. „ღია დიალოგის“ შესახებ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ნამახვანი ჰესის საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფებისთვის, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მეშვეობით გახსნილია პლატფორმა და ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ექსპერტებთან ერთად.



„ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება არის ყველაზე კომპეტენტური ორგანიზაცია ევროპაში, რომელსაც აქვს გამოცდილება, საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, აწარმოონ მედიაცია ასეთ კონფლიქტურ სიტუაციაში. მათ ასევე აქვთ კომპეტენცია, პროცესში ჩართული ჰყოლოდათ ექსპერტები სხვადასხვა მიმართულებით - ამ შემთხვევაში, საუბარია გარემოს დაცვით მიმართულებაზე, გარემოზე ზემოქმედებაზე, ეკონომიკურ საკითხებზე და ა.შ,. ეს პლატფორმა ჩამოყალიბდა, მასში მონაწილეობენ მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მთავრობის წარმომადგენლები როგორც გარემოს დაცვის, ისე ეკონომიკის კუთხით, მაგრამ ჩვენ „რიონის ხეობის მცველების“ ბევრი აქტივობა და ენთუზიაზმი ვერ დავინახეთ“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.




მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმა არსებობს და შესაძლებელია მისი გამოყენება, მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა პირისპირ შეხვედრისა და გულწრფელი, ღია საუბრისთვის.



„თუმცა, თუ გვაინტერესებს პასუხები კონკრეტულ კითხვებზე, მაგალითად, უსაფრთხოების საკითხებზე, გარემოზე ზემოქმედებაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ტარიფებზე, ეკონომიკაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ა.შ. უპრიანია, დავსხდეთ კონკრეტულ, სწორ ფორმატში, სადაც ექსპერტები მონაწილეობენ და ასევე ის ადამიანები, რომელთაც ხელეწიფებათ მედიაცია და ნეიტრალური როლის შესრულება“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.



ლევან დავითაშვილმა, დასმული კითხვის საპასუხოდ, ასევე კომენტარი გააკეთა კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით. მისი თქმით, პროცესი საკმაოდ რთულია - კომპანიას თავისი პრეტენზიები გააჩნია, რადგან შეფერხდნენ მუშა პროცესში.



„მათ აქვთ გარკვეული წინადადებები, თუმცა, შესაძლოა, ჩვენ რაღაცეებს ვითვალისწინებდეთ და რაღაცეებში არ ვეთანხმებოდეთ, ამიტომ ეს იქნება სამართლებრივი პროცესი და ბუნებრივია, ვიდრე არ მოხდება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ამაზე მეტ ინფორმაცია ვერ მივაწვდით ვერავის. ჩართული გვყავს საექსპერტო და იურიდიული კომპანიები, მათ შორის, სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციები, არსებობს ასევე სასამართლო პროცესები, ამიტომ, უმჯობესია დაველოდოთ სწორად წარმართულ სამართლებრივ პროცესს, რომლის შესახებაც ადეკვატური და სრული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას და განსაკუთრებით, დაინტერესებულ პირებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up