„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოსმელიორაცია“ ათწლეულების განმავლობაში მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს”, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას.
უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებებისშედეგად, ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 45 ათასიჰა-დან (2012 წ.) 130 ათასჰა-მდე (2019 წ.), ხოლო დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწისფართობი 14 ათასიჰა-დან (2012 წ.) 39,5 ათას ჰექტარამდე გაიზარდა.
როგორც სამინისტროს 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, სარეაბილიტაციო პროგრამით კომპანიამ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 31 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. რეაბილიტაციის ფარგლებში გაიწმინდა/მოწესრიგდა 58 კმ საირიგაციო და 77 კმ სადრენაჟეარხი, შეკეთდა 2 სათავენაგებობა, ხოლო ექსპლუატაციის პროგრამით გაიწმინდა და მოწესრიგდა 1 860 კმარხიდაშეკეთდა 2700 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
2019 წელს, ექსპლუატაციაში შევიდა რეაბილიტირებული სატუმბი სადგურები, რომლის მეშვეობითაც სარწყავი წყალი მიეწოდა სიღნაღის, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ისეთ სოფლებს, სადაც 20-30 წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა.
„სამელიორაციო სისტემების მოწესრიგება მნიშვნელოვნად განავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს, გაზრდის საშუალო საჰექტარო მოსავლიანობას, რაც მეტ შემოსავალს და სარგებელს მისცემს თითოეულ ფერმერსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანს“, - აღინიშნა შეჯამების ღონისძიებაზე.