ლევან დავითაშვილი: „საქართველო განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის პროექტს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს“

ლევან დავითაშვილი: „საქართველო განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის პროექტს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს“

access_time2022-03-31 16:00:00

„დავისახეთ ამოცანები, რომლებზეც საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ერთად იმუშავებს - ეს უკავშირდება, დიდწილად, ჩვენი რეფორმის პროცესში კლიმატნეიტრალურობის თემის ასახვას და საქართველო უკვე განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის სტრატეგიის პროექტს, რომელიც, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს. ვფიქრობ, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს გეგმა იქნება სრულად ჰარმონიაში ევროპულ პრინციპებთან და მიდგომებთან“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.



ენერგოგაერთიანების მხრიდან შეხვედრაში ორგანიზაციის დირექტორი არტურ ლორკოვსკი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე და ენერგეტიკული გაერთიანების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ევროპის ენერგოგაერთიანებასთან საქართველოს აქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც, მათ შორის, ეხება ქართული ელექტროსისტემის ევროპასთან პირდაპირ დაკავშირებას, განახლებადი ენერგიის წარმოებაში მეტ მხარდაჭერას და ხელშეწყობას, ზოგადად, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლებას. მინისტრის შეფასებით, ეს არის პრიორიტეტები, რომელსაც იზიარებს ენერგეტიკული გაერთიანება და საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან ამ მიმართულებით.



„ევროპის ენერგოგაერთიანების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და ეს ჩვენი ევროპულ ინსტიტუციებში გაწევრიანების და ზოგადად, ევროპული ინტეგრაციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ენერგეტიკის სექტორი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სადაც ევროკავშირი და საქართველო თანამშრომლობენ. ენერგოგაერთიანების ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის მიღწეულ პროგრესზე და იმ ვალდებულებებზე, სადაც ერთობლივი თანამშრომლობით შეგვიძლია მეტი პროგრესის მიღწევა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.




„ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა საქართველოში ენერგეტიკისა და კლიმატის სექტორების განვითარების მკაფიო ხედვა და ეს ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველო იყოს პარტნიორი ენერგეტიკული საზოგადოების მიერ განვითარებულ პროცესებში. ეს გეგმა ეფუძნება პრინციპებს, რომლებიც ზედმიწევნით შეესაბამება ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ეფუძნება გახსნილობას, კონკურენტულ ბაზარსა და დეკარბონიზაციას, ეს ის ელემენტებია, რომლებზეც ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან“ - აღნიშნა არტურ ლორკოვსკიმ.



ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება. მისი ამოცანებია წევრ ქვეყნებში საინვესტიციო გარემოს შექმნა ბუნებრივი გაზის/ ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოსაზიდად და ენერგიის სტაბილური, უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, ენერგეტიკულ ქსელში ფართო ვაჭრობისთვის ერთიანი მარეგულირებელი სივრცის შექმნა და საბაზრო კონკურენციის უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში გავრცელება, მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა ინვესტიციების ზრდით და ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების განვითარებით, გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება და ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა.



ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველო 2017 წლის 1 ივლისს გაწევრიანდა.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up