ლევან დავითაშვილი - საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანაა ამერიკისთვის

ლევან დავითაშვილი - საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანაა ამერიკისთვის

access_time2022-05-11 13:00:00

აშშ - ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.


ლევან დავითაშვილი ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტის მიმართულებები განიხილა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, ეკონომიკის მინისტრმა ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები, აგრეთვე განხილულ იქნა რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა და გამოწვევები. ინტერესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მიმართ ამერიკული ბიზნესის მხრიდან გამოითქვა, მოიცავს მთელ რიგს დარგებს - მათ შორის არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებაზე.


„ენერგეტიკა დღეს აქტუალური თემაა. ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობები. ამასთან, საქართველო განიხილება ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტადაც. ასევე დიდია განახლებადი ენერგიის ექსპორტის დიდი შესაძლებლობები ქვეყანაში, რაც ამერიკელ ინვესტორებს ძალიან აინტერესებთ,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს რეგიონში. მისი თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს როლი რეგიონში განსაკუთრებულია და საქართველო არის მოკავშირე, რომელიც ევროპას ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებს.



„საქართველო არის რეგიონში ყველაზე სტაბილური, ყველაზე პროგნოზირებადი ეკონომიკური გარემოს მქონე ქვეყანა ამერიკისთვის, რაც არის ყველაზე მეტად პრიორიტეტული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


მისივე თქმით, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას.


„უსაფრთხოების და პოლიტიკის სფეროში ჩვენს ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ ასევე დიდი პოტენციალია ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, რომელიც ასევე უნდა იყოს გამოყენებული. ამისთვის ამერიკული ბიზნესი არ იქნება მარტო. საუბარია ამერიკის სახელმწიფო საფინანსო ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებაზე,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისი განცხადებით, ამერიკულ ბიზნესთან საუბრისას განიხილება პროცესში ისეთი ორგანიზაციების ჩართულობა, როგორიცაა აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC), აშშ - ის ექსპორტ-იმპორტ ბანკი; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სხვ.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობები არის პრიორიტეტული და ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.



ამერიკა - საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი აშშ - ში დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up