ლევან დავითაშვილი - საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს

ლევან დავითაშვილი - საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს

access_time2022-05-05 23:30:00

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მთავარი აეროპორტი უფრო მეტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. ეს შესაძლებელი გახდა დამატებითი სამიმოსვლო ბილიკისა და მოსაბრუნებელი მოედნის მშენებლობის შემდეგ, რომლის ოფიციალურ გახსნაში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.


აეროპორტის ახალ ინფრასტრუქტურა აღიჭურვა თანამედროვე შუქ-სასიგნალო სისტემით, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება. ჯამში, დღეიდან აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ“ და აეროპორტის მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ“ უზრუნველყვეს.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალი სამიმოსვლო ბილიკი აეროპორტის ასაფრენ ზოლთან დიდგაბარიტულ, მეტწილად, კარგო თვითმფრინავებს აკავშირებს, რომლებიც ტვირთის გადაზიდვისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას და დააჩქარებს აფრენების სიხშირეს, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესებს აეროპორტში მიმოსვლას უსაფრთხოების კუთხით. „ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ვხედავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთების მზარდ ნაკადს,“ - აღნიშნა მინისტრმა.


​„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზარდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, რომ კარგო მიმართულება განვითარდეს. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მოხდეს კარგო მიმართულების უფრო მეტად განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს. ამ კუთხით ახალმა ინფრასტრუქტურამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.



პროექტი მოიცავდა მაღალი სიმტკიცის ხელოვნური საფარის მოწყობას 26 000 კვ.მ ფართობზე. ჯამში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. აღნიშნულ პროექტში TAV Georgia-მ 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი სამიმოსვლო ბილიკის ვიზუალური სანავიგაციო საშუალებით აღჭურვაში „საქაერონავიგაციამ“ 3 მილიონ 755 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამიმოსვლო ბილიკის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანიამ „ADPI“ შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიური კომპანია „OCEM“-მა განახორციელა. ახალ სამიმოსვლო ბილიკ „G“- გოლფზე დამონტაჟდა თანამედროვე LED ტიპის ახალი ტექნოლოგიის იტალიური წარმოების სანათები. ქალაქ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკ „GOLF“ შუქტექნიკური სისტემა სრულ შესაბამისობაშია ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტებთან და აკმაყოფილებს ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებს.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up