ლევან დავითაშვილი: „საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“

ლევან დავითაშვილი: „საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“

access_time2022-05-03 22:00:00

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაზღვევის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელშიც აქცენტი დარგში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, მისი განვითარების პერსპექტივებსა და ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.



დაზღვევის პროფესიული დღე საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ არის ინიცირებული და პირველად აღინიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო ბიზნესის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით.



ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებაში სადაზღვევო საქმიანობის მიმართ ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის განვითარებას. მისი თქმით, საქართველოში სადაზღვევო სექტორის განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „გვესმის, რომ სადაზღვევო მომსახურების გარეშე ეკონომიკის ძალიან ბევრი სექტორის განვითარება უბრალოდ ვერ მოხერხდება - სათანადო, ხარისხიანი პროდუქტების, მომსახურებების გარეშე, რომელიც, რა თქმა უნდა, კერძო სექტორში უნდა ვითარდებოდეს. განვითარების სასურველი ტემპის მიღწევა თავის მხრივ დიდწილად არის დამოკიდებული შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკის გამტარებლბსა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციაზე,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.




ვიცე-პრემიერის შეფასებით, გრძელვადიანი დაზღვევის მიმართულებებს დამატებითი როლი აქვს ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში. მისი თქმით, სამინისტრო დღეს აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. „ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ არ გვაქვს საკმარისად განვითარებული კაპიტალის ბაზარი, არ გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს ჩვენი ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობას, და ამ კუთხით სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up