ლევან დავითაშვილი: „სტიქიის პირობებში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც საკოორდინაციო შტაბი, ისე თითოეული ჩვენი თანამშრომელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იმისთვის, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში არანაირი შეფერხება არ მოხდეს“

ლევან დავითაშვილი: „სტიქიის პირობებში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც საკოორდინაციო შტაბი, ისე თითოეული ჩვენი თანამშრომელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იმისთვის, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში არანაირი შეფერხება არ მოხდეს“

access_time2021-08-30 16:00:00

„26 აგვისტოს, კახეთის რეგიონში, იყო მნიშვნელოვანი სტიქია, რომელმაც გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგაობები, შესაბამისად, სახელმწიფომ მყისიერად მოახდინა რეაგირება. პირველივე დღიდან, საკოორდინაციო შტაბმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, დაიწყო ზარალის შეფასება. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით, 5000 ჰა არის დაზიანებული კახეთის რეგიონში. ძირითადად, ეს არის თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები, სადაც დაზიანება არის 100%-მდე, თუმცა არის რაიონები, სადაც ზარალი 30-50%-მდეა. მოხდა დეტალური შეფასება. 5000 ჰა-დან, ძირითადად დაზიანებულია ვენახის ფართობები. ეს არის როგორც საფერავის, ისე რქაწითელის ვენახები, შესაბამისად, სტიქია მეტწილად მევენახე ფერმერებს შეეხო. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მომხდარიყო მყისიერი კომუნიკაცია ფერმერებთან, რათა მათ მიერ მოწეული მოსავალი, სეტყვისგან სხვადასხვა ხარისხის დაზიანების მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ რამდენიმე ქარხანაში ჩააბარონ.



რთველის განმავლობაში, სახელმწიფო საწარმო შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ წარმოდგენილია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. მას დაქირავებული აქვს არაერთი ღვინის ქარხანა იმისთვის, რომ ჭარბი მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მოახერხონ ჩვენმა მევენახე ფერმერებმა და ეს ასეც ხდება. სტიქიის პირობებშიც, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს როგორც საკოორდინაციო შტაბი, ისე თითოეული ჩვენი თანამშრომელი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იმისთვის, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში არანაირი შეფერხება არ მოხდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ მოსავლის დაბინავებას პრობლემა აქვს კახეთში. თუმცა, ეს არ გვიკვირს, რადგან წლების განმავლობაში, რთველი მიდის ორგანიზებულად, არცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას პრობლემა არ ჰქონია 2012 წლიდან დღემდე. არ ჩატარებულა არცერთი რთველი ისე, რომ ცრუ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო და პოლიტიზირებული არ გამხდარიყო რთველის მიმდინარეობის პროცესი. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა რთველს, მევენახეების მთელი წლის შრომის შედეგს, იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხშირად, ცდილობენ ამაზე ააგონ თავიანთი დღის წესრიგი.
ამის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ იმას რაც გასაკეთებელია. ვდგავართ ჩვენი ფერმერების და მევენახეების გვერდში. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და დავალებით, პირადად ვიმყოფებოდი რეგიონში. მხარის ხელმძღვანელებთან ერთად, ვიყავი მევენახე ფერმერებთან, ვისაც უშუალოდ შეეხო სტიქია და დაზარალდა. ჩვენ ვისაუბრეთ მაქსიმუმი რა შეიძლება გაკეთებულიყო და შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ მოლოდინები, რაც ჩვენს ფერმერებს ჰქონდათ, სრულად არის გამართლებული. კერძოდ, სახელმწიფო რქაწითელის ჯიშის დაზიანებულ ყურძენს, თეთრი იქნება თუ მწვანე, 80 თეთრად იბარებს. ხოლო, 1 ლარად ხდება საფერავის ჯიშის დაზიანებული ყურძნის ჩაბარება ყველა იმ ლოკაციაზე, რომელიც არის გახსნილი სტიქიის რეგიონში. შესაბამისად, მოსახლეობას არ უწევს შორ მანძილზე მოწეული პროდუქცის გადატანა. დაბინავება ხდება ოპერატიულად. გვესმის, რომ როდესაც არის დაზიანების სხვადასხვა ხარისხი, მალფუჭებადი პროდუქცია კიდევ უფრო სათუთია და მას სჭირდება ოპერატიულად დაბინავება. ამისთვის, სახელმწიფოს ყველაფერი აქვს გაკეთებული. ყველაფერი არის ორგანიზებული.



რაც შეეხება, იმ მევენახე ფერმერებს, რომელთაც სრულად დაუზიანდათ ვენახები, ჩვენ ვახდენთ 3000 ლარის ანაზღაურებას. ფაქტობრივად, ეს არის ის თანხა, რაც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მოიწიონ მოსავალი. სამწუხაროდ, სტიქიამ რთველის პერიოდში მოგვისწრო. აქედან გამომდინარე, სრულად მოხდება ზარალის ანაზღაურება, რაც მათ საშუალებას მისცემს კვლავ გააგრძელონ წარმოება, ვენახების მოვლა და თავიანთი საქმიანობა მომავალში.




ამავე დროს, ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ სხვა მრავალწლიან კულტურებში, სადაც გვაქვს დიდი ზიანი, საჭიროა სრულად ჩანაცვლდეს ან განახლდეს ბაღები, ეს სურვილისამებრ შეუძლიათ გადაწყვიტონ ფერმერებმა. ეს კომპონენტი, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შარშანწინ ავამოქმედეთ დროებით. წელს, მას განვაახლებთ, სადაც მოხდება ნერგის ღირებულების სრული ანაზღაურება და ასევე, ბაღის მოწყობისთვის, წვეთოვანი სისტემის დაყენების შემთხვევაში, თანადაფინანსება, რაც მებაღეებს, მათ შორის მევენახეებს, საშუალებას მისცემს ხელახლა აღადგინონ თავიანთი ბაღები.
უნდა აღინიშნოს, რომ სადაზღვეო კომპანიები რეგიონში ოპერატიულად მუშაობენ. ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტზე იმ სადაზღვეო კომპანიებთან, რომლებსაც განხორციელებული ჰქონდათ დაზღვევა კახეთის რეგიონში. კიდევ ერთხელ ვიყენებ შესაძლებლობას და მივმართავ მოსახლეობას, რომ მომავალ წლებში, აუცილებლად გამოიყენონ დაზღვევის ის პროდუქტი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. აგროდაზღვევის პროგრამაში, სადაზღვეო პრემიის, ანუ სადაზღვეო შენატანის თანხის ნახევარს, ვენახების შემთხვევაში, სახელმწიფო იხდის. შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვნად გაიაფებული სერვისი. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ფერმერებთან და ყველა აღიარებდა, რომ სამწუხაროდ, მათ წელს არ გამოიყენეს დაზღვევა. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის პროცენტი მზარდია, შემიძლია გითხრათ, რომ დაზიანებული ფართობიდან, დაახლოებით 1200 ჰექტრამდე ფართობია დაზღვეული. დაზღვეული მევენახეები სრულ ანაზღაურებას მიიღებენ. რა თქმა უნდა, ისინი უპირატეს მდგომარეობაში არიან. გვესმის, რომ ესეც მაგალითია, რომ დაზღვევა აუცილებელი საჭიროებაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას, რათა მსგავსი პრობლემები, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, მომავალში ავირიდოთ თავიდან“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up