„უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარედგინება თვისობრივად ახალი მხარდაჭერის მექანიზმები განახლებადი ენერგიების განვითარების წასახალისებლად“

„უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარედგინება თვისობრივად ახალი მხარდაჭერის მექანიზმები განახლებადი ენერგიების განვითარების წასახალისებლად“

access_time2022-10-06 22:00:00

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, რაც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ შემცირდეს ენერგოდამოკიდებულება მეზობელი ქვეყნების რესურსებზე, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებას. მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას წარედგინება თვისობრივად ახალი მხარდაჭერის მექანიზმები განახლებადი ენერგიის წარმოების წასახალისებლად.


„შეიძლება ითქვას, რომ ენერგეტიკის მიმართულებით 2022 წელი რეკორდულია მთელი რიგი პარამეტრებით: გასული 9 თვის მონაცემებით, ადგილობრივმა ელექტროგენერაციამ 11 მლრდ. კვტ სთ-მე გამოიმუშავა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდის მაქსიმუმია - ეს მაჩვენებელი 23%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 15%-ით - 2018 წლისას, როდესაც გამომუშავების მაქსიმუმი დაფიქსირდა. ამასთან, საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 990 მლნ. კვტ სთ ელექტროენერგია, რაც ასევე რეკორდულია ბოლო ათწლეულის განმავლობაში - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ენერგეტიკის სფეროში ინვესტორებთან გაფორმდა 63 მემორანდუმი, რაც 1,6 მილიარდ კვტ. სთ-ს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება 26 ჰიდროელექტროსადგური, 7 ქარის ელექტროსადგური და 30 მზის ელექტოსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 454 მგვტ-ს შეადგენს.



„ენერგეტიკის სექტორის კონკურენტუნარიანობისა და განვითარების ჭრილში განსაკუთრებით აღსანიშნავია „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი,“ რომელიც ასოცირების საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში საქართველოს მიერ წარდგენილია როგორც ფლაგმანი პროექტი ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით.ეს არის ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს. ხაზის სიმძლავრე 1000 მგვტ, სიგრძე კი - 1195კმ-ია. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის, ასევე გვქონდეს წვდომა განახლებადი ენერგიის ყველაზე მაღალსმყიდველობითი უნარის მქონე ბაზარზე პირდაპირ, შუამავალი ქვეყნებისა და ტრანზიტის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს პროექტი, ეროვნული მნიშვნელობის გარდა, არის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგოუსაფრთხოების პროექტი და მასში მნიშვნელოვნად იქნებიან ჩართულნი როგორც ევროკავშირი, ასევე აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები“ - განაცხადა მინისტრმა.


მისივე შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ენერგეტიკული რესურსების მიწოდების წყაროების უზრუნველყოფა და მათი დივერსიფიცირება, არამედ, საიმედო და კარგად განვითარებული გადამცემი ინფრასტრუქტურის არსებობა. მინისტრის თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა როგორც ელექტროენერგიის, ისე, ბუნებრივი გაზის მიწოდების ნაწილში. ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიცირებით შემუშავებული და დამტკიცებული ქვეყნის ათწლიანი განვითარების ხედვის ფარგლებში ორივე სექტორისათვის შემუშავებულია გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმები, რომელთა მიზანია საქართველოში განვითარდეს ეკონომიკურად მდგრადი, საიმედო და ეფექტური ინფრასტრუქტურა.


„აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონების გაზიფიცირების პროგრამა. თითქმის დასრულდა 2019-2021წლების გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები და დაიწყო 2022-20224 წლების გეგმის განხორციელება. გეგმის ფარგლებში დამატებით 244 დასახლებული პუნქტის 39 698 ოჯახს მიეცემა საშუალება, ჩაერთოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში. გეგმის დასრულების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის (თბილისის ჩათვლით) დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და მსოფლიოში“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up