ლევან დავითაშვილი: „უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ სოფელ რუისში. რეაბილიტირებული სატუმბი სადგურის საშუალებით ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გასარწყავიანდება”

ლევან დავითაშვილი: „უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ სოფელ რუისში. რეაბილიტირებული სატუმბი სადგურის საშუალებით ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გასარწყავიანდება”

access_time2021-11-08 11:30:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.


რეაბილიტირებული სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად დაათვალიერა.



ლევან დავითაშვილი ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ სარწყავი სისტემის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუისის სატუმბი სადგურის რეაბილიტაციით 30 წლიანი პრობლემა გადაწყდა და ის ტერიტორიები, რომელთა მორწყვაც ათეულობით წელი რთული იყო, დღეს უკვე წყლით უზრუნველყოფილია.




„უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ სოფელ რუისში, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო სარწყავი წყლის მიწოდების საკითხი. ივლის-აგვისტოში, როდესაც სარწყავი წყლის ყველაზე მეტი საჭიროებაა, ორ მნიშვნელოვან მაგისტრალში, როგორიც არის ზედა რუს და ტაშისკარის არხი, წყლის მიწოდების დეფიციტი გვქონდა. ამ ორი არხის შემავსებელი სატუმბი სადგური, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონამდე ლარია. რეაბილიტირებული სადგურით ათას ჰექტარზე მეტი ფართობი გასარწყავიანდება. ეს არის მხარე, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ტრადიციები ყოველთვის იყო. საუბარია მაღალი ღირებულების ბოსტნეულ კულტურებზე, მეხილეობაზე; აქ მცხოვრები ფერმერებისთვის, მშრომელი მოსახლეობისთვის სარწყავი სისტემის ამოქმედება იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი; სამინისტრომ ამ პრობლემის მოგვარება საბიუჯეტო სახსრებით შეძლო; თუმცა, უფრო კომპლექსურად, ჩვენ ქარელის რეგიონში, ზედა რუს არხის სრულ რეაბილიტაციას ვახორციელებთ მსოფლიო ბანკის დახმარებით. კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმებულია, დაახლოებით, 21 მილიონი ღირებულების სამუშაოებს განახორციელებს, რაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემას დიდწილად მოაგვარებს. სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საირიგაციო ინფრასტრუქტურაც იგულისხმება, რასაც გეგმიურად, თანმიმდევრულად ვახორციელებთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.



რუისის სატუმბ სადგურს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, აღდგა სადაწნეო მილსადენი და დამონტაჟდა ახალი ტუმბო-აგრეგატები, რაც ტაშისკარისა და ზედა რუს მაგისტრალურ არხებში წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. შედეგად, სოფლების რუისისა და ურბნისის 1 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება და 2000-ზე მეტი ბენეფიციარის სარწყავი წყლით დაკმაყოფილება მოხდება.



სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციამ” გასული წლის ზაფხულში დაიწყო. სატუმბი სადგურის რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 960 395 ლარი დაიხარჯა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up