ლევან დავითაშვილი ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

ლევან დავითაშვილი ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაციას დაესწრო

access_time2021-12-10 11:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვენახების კადასტრის პროგრამის მთავარი შედეგების პრეზენტაციას და საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი სრულად დუალური პროფესიული განათლების „მევენახე-მეღვინე” კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 2014 წელს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების საკადასტრო სისტემის შექმნა დაიწყო. კადასტრის სისტემის კონცეფციის შემუშავებაში სააგენტოს, გერმანიის მთავრობის სახელით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ).
„ვენახების კადასტრი მნიშვნელოვანი ელემენტია ქართული ღვინის ხარისხის კონტროლისთვის და, ზოგადად, დარგის განვითარებისთვის. კადასტრი მოიცავს ელექტრონულ ინფორმაციას როგორც მევენახეთა, ისე ვენახების აგრონომიულ მონაცემთა შესახებ. ვფიქრობ, მევენახეობის კადასტრის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ღვინის სექტორის განვითარებისთვის და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის გაზრდისთვის. კადასტრი ხელს შეუწყობს კანონმდებლობის სრულად განხორციელებას, რომელიც ევროპასთან თანამშრომლობით, ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებით შევიმუშავეთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის შექმნის მიმართულებით გერმანიასა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგა. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელებისა და სისტემის ამუშავების მიზნით არაერთი აქტივობა ჩატარდა.
ღონისძიების მეორე ნაწილი დუალური პროფესიული განათლების მონაწილეების დაჯილდოვების ცერემონიას დაეთმო. სწავლების სამწლიანი კურსი წარმატებით დაასრულა 25-მა სტუდენტმა. კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიაზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ღვინის სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დარგში პროფესიონალი კადრების მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.




„მევენახე-მეღვინეს“ პროფესიული პროგრამა 2016 წელს დამტკიცდა და ის საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პირველი სრულად დუალური პროფესიული განათლების პროგრამაა, რადგან ამ პროგრამის სწავლის შედეგების 60%-ის მიღწევა ღვინის კომპანიებში ხდება. პროგრამის მოდულები და სწავლის შედეგები კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისად არის განსაზღვრული.



დღეისათვის, პროგრამას სამი კოლეჯი ახორციელებს 35-მდე ღვინის კომპანიასთან ერთად. 80-მდე ახალგაზრდა სწავლის პროცესშია. საქართველოს ღვინის ასოციაცია ამ პროგრამის განხორციელების და კოორდინაციის მხარდამჭერია.



პროგრამისათვის შემუშავდა რამდენიმე თანამედროვე სახელმძღვანელო, ესენია: „მევენახეობა”, „მეღვინება”, „ღვინის ლაბორატორიული ანალიზები”, „სურსათის უვნებლობა მარნებისათვის” და სხვა.



ღონისძიებას გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up