ლევან დავითაშვილი: „წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია  როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი  თვალსაზრისით“

ლევან დავითაშვილი: „წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით“

access_time2021-07-17 10:32:25

შიდა ქართლის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, კომპანიის „სილქ უოთერ გრუპი“ ფართობზე ხორბლის აღების პროცესს - ალოობას დაესწრო.

„ალოობა აქტიურ ფაზაშია.  მოსავლის აღება ერთდროულად იწყება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რაც გარკვეულ სირთულეს ქმნის მოსავლის აგროვადების დაცვით აღებისა და დაბინავების კუთხით; თუმცა, შეიძლება ითქვას, რომპიკური პერიოდი უკვე გავლილია, ხოლო მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებული. წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით, რაც ბევრ სისტემურ ცვლილებასა და გადაწყვეტილებას უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ფერმერების ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა, ისინი იყენებენ თანამედროვე მიდგომებს, ფართობებზე ახორციელებენ თესლბრუნვას, ზრუნავენ ნიადაგის ნაყოფიერებაზე და პროდუქტიულობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი მარცვლეული კულტურები, მათ შორის, ხორბალი და ქერი. შესაბამისად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მემარცვლეობის დარგის განვითარებისთვის, რაც ხარისხიან სათესლე მასალასა და მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობას, თესლის სერტიფიცირებას, ფერმერებისთვის ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკისგაზიარებას მოიცავს; ვიმუშავებთ ხარისხის კონტროლის მიმართულებითაც, რაც მნიშვნელოვანია ფერმერების ინტერესების დაცვისა და სამართლიანი კონკურენციისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიას „სილქ უოთერ გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 120 ჰა-ზე ქართული ჯიშის ,,ლომთაგორა“ ხორბალს, 50 ჰა-ზე  ქერს და 100 ჰა ფართობზე იონჯას აწარმოებს. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისთვის, კომპანია თესლბრუნვას ახორციელებს

დღისათვის, მარცვლოვანი კულტურების მოსავლისაღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.  ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 95 ერთეული კომბაინი. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ჯამში, 14 000 ჰა-მდე ფართობზე, მარცვლოვანი კულტურების მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებულია.

სოფელ შინდისში ხორბლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორიილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.


შიდა ქართლის რეგიონში ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, კომპანიის „სილქ უოთერ გრუპი“ ფართობზე ხორბლის აღების პროცესს - ალოობას დაესწრო.

„ალოობა აქტიურ ფაზაშია.  მოსავლის აღება ერთდროულად იწყება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რაც გარკვეულ სირთულეს ქმნის მოსავლის აგროვადების დაცვით აღებისა და დაბინავების კუთხით; თუმცა, შეიძლება ითქვას, რომპიკური პერიოდი უკვე გავლილია, ხოლო მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებული. წელს მარცვლეული კულტურების კარგი მოსავალია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით, რაც ბევრ სისტემურ ცვლილებასა და გადაწყვეტილებას უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ფერმერების ცოდნა და გამოცდილება გაიზარდა, ისინი იყენებენ თანამედროვე მიდგომებს, ფართობებზე ახორციელებენ თესლბრუნვას, ზრუნავენ ნიადაგის ნაყოფიერებაზე და პროდუქტიულობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მაღალპროდუქტიული და ხარისხიანი მარცვლეული კულტურები, მათ შორის, ხორბალი და ქერი. შესაბამისად, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მემარცვლეობის დარგის განვითარებისთვის, რაც ხარისხიან სათესლე მასალასა და მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობას, თესლის სერტიფიცირებას, ფერმერებისთვის ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკისგაზიარებას მოიცავს; ვიმუშავებთ ხარისხის კონტროლის მიმართულებითაც, რაც მნიშვნელოვანია ფერმერების ინტერესების დაცვისა და სამართლიანი კონკურენციისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიას „სილქ უოთერ გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 120 ჰა-ზე ქართული ჯიშის ,,ლომთაგორა“ ხორბალს, 50 ჰა-ზე  ქერს და 100 ჰა ფართობზე იონჯას აწარმოებს. ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისთვის, კომპანია თესლბრუნვას ახორციელებს

დღისათვის, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.  ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 95 ერთეული კომბაინი. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, შიდა ქართლის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ჯამში, 14 000 ჰა-მდე ფართობზე, მარცვლოვანი კულტურების მოსავალი უკვე აღებული და დაბინავებულია.

სოფელ შინდისში ხორბლის აღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ იილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up