ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. „რიყის დოქებში“ მასშტაბური სამუზეუმო სივრცის, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის შექმნას გეგმავს

access_time2022-02-21 15:40:00

საქართველოს მთავრობა თბილისში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს, რისთვისაც ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება - პროექტის მიხედვით, იქ განსაზღვრულია სხვადასხვა საგამოფენო სივრცის მოწყობა, მათ შორის ქართული ღვინის მუზეუმის. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 


„ეს არის თემა, რომელზეც საზოგადოებაში ხშირად იყო პოლემიკა, საუბარი, რადგან ჩვენ გვაქვს უნიკალური არტეფაქტების კოლექცია, ალბათ ყველაზე ღირებული კოლექცია, რაც კი მსოფლიოში შეიძლება იყოს და რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. მაგრამ გვჭირდება ისეთი ინტერაქტიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ღვინის თემატიკას შეეხება და მნახველებს ქართული ღვინის უნიკალურობას აჩვენებს, წარმოაჩენს თანამედროვე საშუალებებით. ვფიქრობ, რომ დიდი, მსხვილი, მასშტაბიანი მუზეუმის პროექტი იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამ კუთხითაც არის დაინტერესება და ვფიქრობ, შეიძლება „დოქებში" ერთ-ერთი სივრცე დაეთმოს ქართული ღვინის მუზეუმს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, მინისტრის განმარტებით, რიყის ტერიტორია თბილისის ცენტრალური ადგილია, სადაც ძალიან ბევრი მნახველი, ვიზიტორი არის და შესაბამისად, ეს ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი კულტურული მონაპოვრის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ, თბილისს საერთაშორისო რუკაზე ამ კუთხითაც მიმზიდველ ადგილად აქცევს. „და მეტ ტურისტს მოვიზიდავთ. ასე რომ, ვფიქრობ, ასეთი შინაარსობრივი ობიექტები ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდის დინამიკას“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.



რაც შეეხება აუქციონზე გამოსატან ფასს - ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ე.წ. „დოქების“ საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება და შემდგომში, აუქციონის პირობის თანახმად, ინვესტორმა მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელოს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა ობიექტის მშენებლობის ვადებს უკავშირდება. „ჩვენ გვსურს, რომ სწრაფად მივიღოთ შედეგები და არაუმეტეს 3 წლის, ანუ 36 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა. მათ შორის იმ ინვესტიციების განხორციელება, რაც ამ პირობით არის მოცემული - ეს არის არანაკლებ 20 მლნ ლარი, თუმცა, ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, რომ იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. მათ შორის ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე როგორიცაა ქართული ღვინის, ციფრული ხელოვნების მუზეუმები და სხვა სივრცეები“, - აცხადებს ლევან დავითაშვილი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up