ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-11-11 12:00:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ცირკულარული ეკონომიკის რიგით მეხუთე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი რეკომენდაციების განხილვას, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას დააჩქარებს. ასევე დეტალურად იქნა განხილული ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ საკვანძო ასპექტები, ფინეთის მიდგომები და გამოცდილება ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით.



„ცირკულარულ ეკონომიკაზე მუშაობს ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა უწყების, მათ შორის, პარლამენტის, მეცნიერებათა აკადემიის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პარლამენტისა და მთავრობის აქტიური ჩართულობა ამ პროცესში, ჩვენი ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას უზრუნველყოფს. ჩამოყალიბებული პოლიტიკის განხორციელებაში კი, ბიზნესის როლი იქნება გადამწყვეტი”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.




როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნარჩენები შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ნედლეული. ნაგავსაყრელზე რაც უფრო ნაკლები ნარჩენის განთავსება მოხდება, მით უფრო ნაკლები იქნება გარემოს დაბინძურება, რაც ბუნების მდგრადობისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს.
„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) მომავალი წლიდან ამოქმედდება, რაც ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების საშუალებას მოგვცემს და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ, ვალდებულებების გარდა, მოხდეს წამახალისებელი ღონისძიებების გატარება, მათ შორის, თანადაფინანსების პროგრამები, რომელიც წაახალისებს ნარჩენების იმგვარ გადამუშავებას, რომ მინიმალური რესურსი გამოვიყენოთ ბუნებიდან და წნეხი ბიომრავალფეროვნებაზე შემცირდეს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



კონფერენციაზე, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში პოლიტიკის შემქმნელების როლთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინა.



კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.



ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩის მოადგილე ერიკ ელესი, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up