ლევან დავითაშვილმა გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ლევან დავითაშვილმა გარემოსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

access_time2021-06-23 11:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროკომისიისა და პორტუგალიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ინიციატივით გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით ცალკეული ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმები, მიღწეული შედეგები და პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ის გზები განიხილეს, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარებას უკავშირდება.



სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ყველა იმ რეფორმასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა, რაც საქართველომ განახორციელა და რაც ხელს უწყობს ქვეყანაში თვისობრივად ახალი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას.




,,საქართველოს მთავრობამ, უკვე დაამტკიცა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებული დოკუმენტი, ასევე, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის, სათბური აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი, ეროვნულ დონეზე, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 35%-ით შემცირდება. ამასთან, საერთაშორისო მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა სათბური აირების ემისიების შემცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გავზარდოთ. აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დამკვიდრებაზე ნარჩენების მართვის, გადამუშავების, ხელახალი გამოყენების და ენერგიათა უკეთესი მართვის პრინციპების განვითარებით. საქართველო წინ მიიწევს წყლის დაგეგმილი რეფორმის შესასრულების მიმართულებითაც. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ახალი, ამბიციური და ეფექტიანი გეგმის განხორციელებისთვის. ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა განხორციელდა. გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ქმედებები სრულად თანხვედრაშია ევროპის მწვანე შეთანხმებასთან და ყველა განხორციელებული თუ დაგეგმილი რეფორმა ევროკავშირში საქართველოს წევრობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, -აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.



ონლაინ ფორმატში გამართულ მინისტერიალში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარემოსდაცვითი მიმართულების მინისტრები მონაწილეობდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up