ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა

ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა

access_time2021-07-10 11:00:49


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს ქართული რძის ხარისხის ნიშნის - „ქართული რძე” შექმნის მხარდაჭერისთვის. ხარისხის ნიშანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად განასხვავოს, პროდუქცია ნედლი რძისგან არის დამზადებული თუ აღდგენილისგან.

„რძის სექტორი დიდი როლს თამაშობს სოფლის მეურნეობის ეკონომიკაში. სამინისტროს მიერ შემუშავებულმა რძის ტექნიკურმა რეგლამენტმა რძის პროდუქტებისადმი საიმედოობის საკითხი აბსოლუტურად შეცვალა. რეგლამენტის დახმარებით, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს უვნებელი პროდუქციის მიღების თვალსაზრისით. ქართული რძის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე საშუალო და პატარა მწარმოებლებს აერთიანებთ ხარისხის სავაჭრო ნიშანი; ამ მეწარმეების უკან კი, ათასობოთ ფერმერია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ მეწარმეებს, გაერთიანებებს; მნიშვნელოვანია ხარისხის ნიშნების წახალისებაც, რაც სამინისტროს პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე ათეული წარმატებული რძის გადამმუშავებელი მეწარმის ხილვა უტყუარი დადასტურებაა დარგის განვითარების სწორი სახელმწიფო პოლიტიკის. ახლა მნიშვნელოვანია, როგორც  ნედლი რძისგან ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, ასევე, იმპორტჩანაცვლებაზე მუშაობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.


ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანიც ესწრებოდა, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ქართული რძის დღე მიულოცა და  ხარისხის ნიშნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიება, რომელშიც 20-ზე მეტი რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა, „საქართველოს ბიზნესინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა.  აღსანიშნავია, რომ სწორედ „საქართველოს ბიზნესინსტიტუტია“ ქართული რძის ნიშნის გამოყენების უფლების მიმნიჭებელი ორგანიზაცია. 

ქართული რძის პროდუქტების პოპულარიზაციის გარდა, ღონისძიების მიზანი HACCP-ის მფლობელი რძის პროდუქტების მწარმოებლებისა და რესტორნების, კაფეების, სასტუმროების და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენელთა შეხვედრის და თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო. 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up