ლევან ჯღარკავა - ჩვენ არცერთი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან არ გამოგვიყვანია, მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოვახდინეთ და ამით არ დავუშვით სახელმწიფო მიწის მიტაცება

ლევან ჯღარკავა - ჩვენ არცერთი ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან არ გამოგვიყვანია, მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მოვახდინეთ და ამით არ დავუშვით სახელმწიფო მიწის მიტაცება

access_time2020-12-16 23:30:00

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თემაზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



ლევან ჯღარკავას განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ არაერთი უშედეგო გაფრთხილების შემდეგ, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი კანონის სრული დაცვით განახორციელა და არ დაუშვა სახელმწიფო მიწის ორგანიზებულად მიტაცება.



ამასთან, ლევან ჯღარკავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების გამოსახლების არცერთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, გამოსახლების პროცედურას, შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების სამსახური ახორციელებს და არა მერია.



„მას შემდეგ, რაც ინსპექტირების ფარგლებში სახელმწიფო მიწაზე უკანონო შენობა-ნაგებობების იდენტიფიცირება მოხდა, ეს ხალხი არაერთხელ გავაფრთხილეთ, როგორც დოკუმენტების დონეზე, ასევე სიტყვიერად და ამის დამადასტურელებელი მასალებიც არსებობს. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რათა თვითონვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. იქ შესახლებული არავინ არ იყო. შესახლებულ სახლებზე მოქმედებს სხვა საკანონმდებლო სივრცე. ძალიან რთულია მორალურად, როდესაც იქ მოსახლეობა ცხოვრობს, გამოიყვანო სახლიდან პატარა ბავშვი თუ ავადმყოფი ადამიანი. ეს უკვე ცალკე წარმოების წესია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არავინ გამოგვიყვანია სახლებიდან. ის, რაც გუშინ ხდებოდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ეს პროცესი გრძელდებოდა. მათ ნაწილს ავტომობილები თუ უძრავი ქონება აქვს, რაც ნათლად ცხადყოფს, რომ ისინი არ არიან სოციალურად დაუცველები. პირიქით, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელთა საქმიანობაც აუცილებლად შესასწავლია“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა.




ლევან ჯღარკავას განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში, 100-მდე უკანონო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა. მისივე თქმით, უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, სწორედ ზემოთხსენებული გარემოებების გამო არცერთხელ არ გასაჩივრებულა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up