ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 80-90% აუცრელია

ლევან გოფოძე - რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების 80-90% აუცრელია

access_time2021-12-17 13:40:00

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 210 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 80-90% ვაქცინირებული არ არის.



როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 65 პირია მოთავსებული.



„ამჟამად ჩვენს კლინიკაში 210 პაციენტი გადის მკურნალობას. აქედან 65 პაციენტია რეანიმაციულ განყოფილებაში. კვლავ მაღალია რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ასაკოვანი პაციენტების რაოდენობაა საკმაოდ მაღალი, ამ 210 პაციენტიდან ძირითადად 60 და 70 წელს ზემოთ პირები არიან. ბუნებრივია, მათი დამძიმების რისკი კიდევ უფრო მაღალია. რაც ყველაზე საყურადღებოა, ძირითადი, ალბათ, 80-90%-ზე მეტი ამ პაციენტებში აუცრელია. მივდივართ საწყის წერტილთან, რომ ვაქცინაცია აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს ვირუსისგან და მისი მძიმე ფორმებისგან. შესაძლოა, ვირუსული ინფექცია დაგვემართოს, მაგრამ ვაქცინაცია ამცირებს გარდაცვალების და მძიმე ფორმებით მიმდინარეობის რისკს“,- განაცხადა გოფოძემ.




რაც შეეხება ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, ლევან გოფოძის თქმით, „ჯერ კიდევ რთული ვითარება რჩება“ და თუ ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გამოჩნდება, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოსაც მოუწევს, მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები გაატაროს.



„არ მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც სამედიცინო პერსონალში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება იმას, რას ველით, ამის პროგნოზირება რთულია. საქართველოს მოუახლოვდა "ომიკრონის" შტამი. მიუხედავად პროგნოზისა, რომ ეს შტამი არაა ისე მძიმედ მიმდინარე და ფილტვის ქსოვილს ნაკლებად აზიანებს, ეს მხოლოდ პროგნოზია და საბოლოოდ, როგორ მოიქცევა ვირუსი, არავინ იცის. ამიტომ ყველა ღონისძიება, რომელსაც განვითარებული ქვეყნები მიმართავენ შტამის გავრცელების საწინააღმდეგოდ, მიმაჩნია, რომ სრულიად ადეკვატურია და საქართველოს თუ ამ შტამთან ბრძოლა მოუწევს, ალბათ, იგივე გზა უნდა გავიაროთ“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.



IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up