ყველანი შევთანხმდეთ, რომ ვაქცინაცია არის დღესდღეობით მსოფლიო მედიცინის ხელში არსებული ერთადერთი იარაღი პანდემიის დასამარცხებლად. ამიტომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
„რადგან რესპუბლიკური საავადმყოფო Pfizer-ის ვაქცინაზე წაყენებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, ჩვენ იმ კვირიდან, როდესაც გვექნება ამის დირექტივა და როდესაც საიტზე დაფიქსირდება Pfizer-ის ვაქცინაციის მსურველთა განსაზღვრული რაოდენობა ვაქცინაციას დავიწყებთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
საქართველო Pfizer-ის ვაქცინას დღეს მიიღებს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
imedinews.ge