ლევან ბერიძემ რადიო “კომერსანტის“ ეთერში თავის საავტორო გადაცემაში “ბრენდი საქართველო“ თანამედროვე ხელოვნების საკითხები განიხილა, როგორც ენა, რომლითაც შეგვიძლია ვესაუბროთ პროგრესულ სამყაროს. მისი თქმით, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ რეგიონების მიხედვით შექმნას სადისკუსიო ფორმატები და გაითქვას სახელი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
“სხვადასხვა თემაზე მუშაობის დროს, ხელოვნებაზე კვლევები, რომელიც სხვადასხვა რესურსებზე არის ატვირთული, ძალიან იშვიათად მხვდება, ასევე ძალიან ცოტაა სადისკუსიო ფორმატები და ჩვენ შეგვიძლია, რომ ქალაქში და მთლიანად ქვეყანაში გვქონდეს მსგავსი ფორმატები. მაგალითად შეგვიძლია გურიაში ჩავიდეთ და იქ ავანგარდულ თემაზე მოვაწყოთ დისკუსია და ჩვენ კულტურაში ან ხელოვნებაში ავანგარდიზმზე ვისაუბროთ და გურია გახდეს მიზიდულობის წერტილი, ან ჩავიდეთ სამეგრელოში და ვისაუბროთ რომელიმე ხელოვანზე, როდესაც ჩვენ ასეთი თვალით შევხედავთ, ალბათ უფრო მარტივი იქნება მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც გადაწყვეტილების მიღება, ვინც გარკვეულწილად უნდა გადადგას ეს ნაბიჯები.
მე არ მიყვარს ეს სუბსიდირების თემები, თუკი რამე შეუძლია რომ სახელმწიფომ სწორად გააკეთოს, ეს არის სწორედ ამ ინფრასტრუქტურის თემა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ მსგავსი ტიპის გამოფენა გააკეთოს და მსგავსი ტიპის ექსპოზიციები შეიქმნას“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
თანამედროვე ქართული ხელოვნების თემაზე სასაუბროდ ლევან კობერისძის გადაცემის სტუმარი იყო ხელოვნების კონსულტანტი ლიკა ჭკუასელი.
თაკო კვაჭანტირაძე