არტიზანული სახაჭაპურე „გუნდას“ დამფუძნებელი ლევან ქოქიაშვილი Bocuse d’Or-ის გუნდს შეუერთდა. Bocuse d’Or-ი მსოფლიო კულინარიული კონკურსი — მსოფლიოს შეფთა ბიენალეა. ლევან ქოქიაშვილი იქ პროექტის მართვის დეპარტამენტში იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.
„Bocuse d'Or-ის საერთაშორისო ოფისში, ლიონში ვიმუშავებ მათივე შეთავაზებით. რაც მნიშვნელოვანია სრულფასოვან გამოცდილებას მივიღებ საერთაშორისო პროექტების დაგეგმარებაში და განხორციელებაში.
მთავარი მიზანია Bocuse d’Or-ის შეფმზარეულების ევროპის ჩემპიონატი! რომელიც 2024 წელს გაიმართება ნორვეგიაში.
დამეთანხმებით უარის თქმა შეუძლებელია ასეთ შემოთავაზებაზე.
ერთადერთი ბენეფიტი რაც წლების განმავლობაში მივიღე ამ პროექტის ორგანიზებისთვის არის დიდი გამოცდილება და Bocuse d’Or-ის ხელმძღვანელობამ მომცა საშუალება ჩემი სურვილის მიხედვით ამერჩია კონკრეტულად რას გავაკეთებდი.
ვიმუშავებ Bocuse d’Or-ის პროექტის მართვის დეპარტამენტში. აქ ის ადამიანები არიან ვინც უშუალოდ მართავს Bocuse d’Or-ორგანიზაციას და მის ყველა პროექტს.
სულ მინდოდა, უცხოეთში ჩემი თავი გამომეცადა და ესე სპონტანურად უცებ დადგა ეს მომენტი. რათქმაუნდა ესე ვერ მივყრი აქ ყველაფერს, მაგრამ ადაპტირების პროცესი დაწყებულია," - წერს ლევან ქოქიაშვილი.