„პრობლემა გაღრმავდა, ყველა წისქვილკომბინატი დაკეტილია, ხორბლის ხვნა-თესვის სამუშაოები კითხვის ქვეშ დგება“ -  რა ბედი ელის ფქვილის წარმოებას საქართველოში

„პრობლემა გაღრმავდა, ყველა წისქვილკომბინატი დაკეტილია, ხორბლის ხვნა-თესვის სამუშაოები კითხვის ქვეშ დგება“ - რა ბედი ელის ფქვილის წარმოებას საქართველოში

access_time2023-02-23 10:00:25

ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტის ზრდის ფონზე საქართველოში მოქმედი წისქვილკომბინატები გაჩერდნენ და ადგილობრივ დონეზე ფქვილის წარმოება აღარ ხდება. როგორც „კომერსანტთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა, რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის ფასის გამო, ქართველ მეწარმეებს ხორბლის გადამუშავება აღარ უღირთ, რადგანაც ხორბალი ძვირია და კომპანიებს წაგებაზე უწევთ მუშაობა.


ირკვევა, რომ დღეს რუსეთიდან იმპორტირებული ერთი ტომარა ფქვილის ფასი საცხობებისთვის 55 ლარია.


„ხორბლის იმპორტო ბოლო ხანებში ფაქტობრივად შეწყდა, რადგანაც აზრი არ აქვს მის შემოტანას. იანვარში შემოსული ხორბალი იყო ინერციით შემოსული ხორბალი, რომელიც ქვეყანაში წინა წელს დადებული კონტრაქტებით შემოვიდა. თან ნაწილი შემოვიდა ე.წ. „ველური ბარტერით“.


რაც შეეხება თებერვლის სტატისტიკას ჯერ არ გაქვს, მაგრამ ვიცით უკვე, რომ წისქვილკომბინატები ხორბალს აღარ ღებულობენ, რადგან ყველა წისქვილკომბინატი დაკეტილია. შესაბამისად ისინი არ იღებენ როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი ფერმერებში დარჩენილ ხორბალს. ფერმერები ყოველდღე რეკავენ ხორბლის ჩაბარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას უარით ვისტუმრებთ“, - აცხადებს სილაგავა.



ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ გასული წლის მსგავსად წისქვილკომბინატების ნაწილი ისევ ფქვილის იმპორტზე გადავა, თუმცა პრობლემები ამით არ გვარდება. გარდა ამისა, ადგილობრივი ფერმერები საკუთარ ბალანსზე არსებული ხორბლის რეალიზაციასაც ვეღარ ახერხებენ. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ წისქვილკომბინატები მათ საცავებში არსებული ხორბლის გაყიდვის გეგმებზე უკვე მუშაობენ.


„წისქვილკომბინატების ნაწილი ფქვილის ექსპორტზე ალბათ ისევ გადავა, თუმცა წელს უფრო რთული სიტუაციაა. პირველი ის, რომ წისქვილკომბინატებთან ერთად პრობლემები ექმნებათ ადგილობრივ ფერმერებს. თუ მათ არ გაყიდეს დარჩენილი ხორბალი, ისინი თავიანთ კრედიტებს ვერ დაფარავენ და შესაბამისად ხორბლის მომავალი ხვნა-თესვის სამუშაოები კითხვის ქვეშ დგება. შესაბამისად პრობლემა უფრო გაღრმავდა.



დღეს იმპორტირებული ხორბლის გარკვეული მარაგებიც წისქვილკომბინატებს აქვთ  „შეტენილი“. იანვრის თვეშია შემოტანილი ხორბალი და დღესაც წისქვილკომბინატშია დასაწყობებული.


ბევრი წისქვილკომბინატი განიხილავს ამ ხორბლის გაყიდვას საზღვრებს გარეთ, იგივე სომხეთში, თურქეთში და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში მუშაობას აზრი არ აქვს. რაც უფრო იმატებს რუსეთში საექსპორტო ხორბალზე გადასახადი, მით უფრო იაფდება რუსული წარმოების ფქვილი“, - აცხადებს სილაგავა.


იმავდროულად, პრობლემაა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სასწორის არსებობა.


„უკვე სისტემურად გამოიკვეთა პრობლემა. შემოსავლების სამსახურმა სხვა ადგილზე რამდენიმე ათეული მანქანა გადაწონა და გაირკვა, რომ ძალიან ბევრ სატვირთო მანქანაზე ზედმეტი ტვირთია, რომელიც წესით ამ მანქანაში , არ უნდა იყოს. მაგალითად, თუ უწერიათ ოფიციალურად, რომ ტვირთი არის 23 ტონა, მასზე რეალურად არის 28 ან 29 ტონა. შესაბამისად ეს 5-6 ტონა არის ზედმეტი და ეს სისხლის სამართლის თემას არ წარმოადგენს. შესაბამისად მას უღირს ჯარიმის გადახდა და შემდეგ ჯერზე იგივეს გააკეთებს და შესაბამისად ესეც ანგრევს ბაზარს. შემოდის ძალიან დაბალფასიანი ფქვილი“, - აცხადებს სილაგავა.


იანვარში რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლისა და ფქვილის სტატისტიკა:

ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი - 5 870.4 ათასი აშშ დოლარი, (17 928.7 ტონა)

ხორბალი და მესლინი - 5 318.2 ათასი აშშ დოლარი, (16 704.5 ტონა);





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up