ლევან სილაგავა - ფქვილზე ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს, თუმცა თუ სახელმწიფო ქსელურ მარკეტებს არ გააკონტროლებს, ვერ გავიგებთ, ეს მომხმარებელზე აისახება თუ არა

ლევან სილაგავა - ფქვილზე ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს, თუმცა თუ სახელმწიფო ქსელურ მარკეტებს არ გააკონტროლებს, ვერ გავიგებთ, ეს მომხმარებელზე აისახება თუ არა

access_time2022-08-29 19:00:00

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს.


როგორც სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციისას განაცხადა, ფქვილზე ფასი იკლებს, მაგრამ ჯერჯერობით ტენდენციაში არ გადასულა ქსელურ მარკეტინგში. მისი თქმით, თუ ჯაჭვში არ იქნება შეყვანილი ქსელური მარკეტები, ვინც საბოლოო პროდუქტს ყიდის და ეს პროცესი სახელმწიფოს მხრიდან არ გაკონტროლდა, „ვერ გავიგებთ, ფქვილზე ფასის კლება მომხმარებელზე აისახება თუ არა“.


მისი განცხადებით, საქართველოში ხორბლის 100 ტონა მოსავალი იყო, თუმცა 5-ჯერ მეტი რუსეთიდან შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა თვითუზრუნველყოფის გაზრდა.


„ვიცით, რომ ამუშავდა უკრაინის დერეფანი, ამან დადებითი ტენდენციები გამოიწვია. ასევე რუსეთში საკმაოდ კარგი მოსავალია და აქაც მცურავი ბაჟი შემცირებისკენ წავიდა. თუ ტენდენცია გაგრძელდება, წისქვილებმა შეიძლება გადახედონ ვითარებას და ამოქმედებისკენ გადაიხარონ. დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს ტენდენცია, როდესაც ფქვილი შემოდის და არა ხორბალი, რის გამოც დიდი წისქვილები ვერ მუშაობენ. შესაძლებელია, წისქვილების სხვა ნაწილებმაც იფიქრონ წარმოების ამუშავებაზე და არა ფქვილის შემოტანაზე. დღეს ფქვილის შემოტანა უფრო რისკიანია, ვიდრე ხორბლის. გაეროსგან ბევრი გაფრთხილება მიიღო მსოფლიო თანამეგობრობამ რუსეთთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში და თვითუზრუნველყოფის გაზრდაზე.



საქართველოში ხორბლის 130 ტონა მოსავალია, თუმცა 5-ჯერ მეტი შემოგვაქვს, ამიტომ საჭიროა თვითუზრუნველყოფის გაზრდა. ჩვენს ასოციაციას დაუკავშირდა ამერიკული მხარე, ინფორმაციის და ტენდენციების გარკვეული მიმოცვლა მოხდა. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით საქართველოში ვიზიტს აპირებს. არა მარტო ჩვენს ასოციაციაში იქნება შეხვედრები, არამედ მთავრობაშიც. პროგრამა ითვალისწინებს 50%-მდე თვითუზრუნველყოფის გაზრდას.


ფქვილის ფასის კლების ტენდენცია მიმდინარეობს. ერთი თვის წინ, 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს 80 ლარამდეა ჩამოსული, თუმცა თუ ჯაჭვში არ იქნება შემოყვანილი ქსელური მარკეტები, ვინც საბოლოო პროდუქტს ყიდის, ვერ გავიგებთ ფქვილზე ფასის კლება აისახება თუ არა მომხმარებელზე. არსებობს პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფო პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე კონტროლს ახორციელებს ყველა ჯაჭვში, ყველა ეტაპზე. სახელმწიფომ დააანონსა პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებზე რეფერენტული ფასების შემოღება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ჯაჭვში გარკვეულ ფასნამატზე იქნება სახელმწიფოს კონტროლი“, - განაცხადა სილაგავამ.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up