ლევან სილაგავა - საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრებით მუშაობს

ლევან სილაგავა - საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრებით მუშაობს

access_time2022-04-19 18:00:00

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საქართველოში წისქვილკომბინატების დიდი რაოდენობა გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრებით მუშაობს.


როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, საჭიროა, რომ წისქვილკომბინატებმა აქტიურად იმუშავონ.


„დიდი წისქვილებიდან დაახლოებით 4 მუშაობს, „ბევრილი ჯგუფის“ ორივე წისქვილი გაჩერებულია თბილისში და ფოთშიც, მცირე წისქვილებიც ფაქტობრივად გაჩერებულია, დანარჩენი კი მცირე სიმძლავრეებზე მუშაობენ. მცირე სიმძლავრეებზე იმიტომ მუშაობენ, რომ მოთხოვნა არის მცირე და მეორე, მუშაობენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რომლის ამუშავების შემდეგ, აუცილებლად დასჭირდებათ“,-განაცხადა სილაგავამ.


მან ხელისუფლებას მიმართა, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნას.


„დღეს მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა და ჩვენი აზრით, საჭიროა, სტრატეგიულად უფრო ფართოდ შეხედოს სახელმწიფომ ამას. წისქვილის მუშაობა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, არა მარტო ფქვილის გამოშვებას, ხორბლიდან გამომდინარე, არამედ ქატოს, რომელიც სამწუხაროდ, დღეს საქართველოში დეფიციტური გახდა. ეს ნიშნავს ბიუჯეტში შენატანს, იმიტომ, რომ წისქვილი როცა მუშაობს, თვეში დაახლოებით 5-6 მილიონი შედის“, - განაცხადა სილაგავამ.


მისი განმარტებით, ქვეყნები უკვე ცდილობენ, რომ ხორბლის მარაგები შეიქმნან და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი უფრო მაღლა დააყენონ.



„მივმართავთ მათ შორის მთავრობას, ამ მხრივ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოს ისევე, როგორც ამას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აკეთებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები: ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია, როლებმაც თავიანი ხორბლის გატანა შეზღუდეს“,-განაცხადა სილაგავამ.


მან განმარტა, რომ ხორბლის მარაგი მცირდება.


„ხორბლის მარაგები გაკვეულწილად შემცირებულია. დაახლობით ერთი თვის ხორბლის მარაგია. ფქვილზე ამბობენ, რომ არის. სავარაუდოდ, არის, მაგრამ ალბათ, დიდხანს ასეთი სტრატეგიით მუშაობა არ შეიძლება“,- აღნიშნა სილაგავამ.


მან რუსულ ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან ძირითადად ფქვილი შემოდის.


„რუსეთიდან ხორბალი თითქმის არ შემოდის, ძირითადად ფქვილი შემოდის. ყველაზე კარგი რეცეპტი არის ადგილობრივი წარმოება, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა“,-განმარტა სილაგავამ.


მისი განცხადებით, საქართველო ფასების მხრივ მსოფლიო ტრენდს მიყვება და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. როგორც ლევან სილაგავა აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ამ თვალსაზრისით ბაზარზე ვითარება გაართულა.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up