ლევან სილაგავა - საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება

ლევან სილაგავა - საქართველოში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება

access_time2022-05-13 16:30:00

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია და უახლოეს დღეებში ყველა წისქვილი გაჩერდება.


როგორც სილაგავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ფქვილი შემოდის, ხორბალი კი შეკვეთილიც არაა. აღნიშნულის მიზეზი, სილაგავას განმარტებით ისაა, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი არ არის, ხორბალზე კი მცურავი ბაჟი მოქმედებს.


„ხორბლის შემოტანას უკვე თვეებია აზრი აქვს დაკარგული იქიდან გამომდინარე, რომ საიმპორტო გადასახადი ფქვილზე ნულია, ხორბალზე კი მცურავი ბაჟია - დღეს ტონაზე 120 დოლარია, რაც დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს. დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც ხორბლის მარაგი, რაც ადრე იყო, ფაქტობრივად ამოწურულია და წისქვილები უახლოესი დღეების განმავლობაში ჩერდება. წისქვილების თემასთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია, შეიძლება ითქვას, ყველა წისქვილი გაჩერდა. საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი.


მარაგებს რაც შეეხება, გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ხორბლის 2-თვიანი მარაგი უნდა იყოს და არა ფქვილის. ჩვენთან, სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია გაერო-ს რეკომენდაციას არ შეესაბამება - ხორბლის მარაგები საერთოდ არ გვაქვს, ხოლო ფქვილის მარაგი რამდენი გვაქვს, ეს პურის მწარმოებლების და მთავრობის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი ფქვილით ჩანაცვლდა, პურის ფასი მაინც გაიზარდა, წინა წელს 24%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის შემოტანა ჯერ კიდევ წინა წლის ივლისში დაიწყო. ამ წელსაც პურის ფასმა მოიმატა“,- განაცხადა სილაგავამ.



ამასთან, ლევან სილაგავას განცხადებით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, სექტორის მთავარი წინადადება ისაა, რომ ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებული სხვაობის ნიველირება მოხდეს.


სილაგავას განცხადებით, ეს საკითხი პრემიერმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს, რადგან „არსებულმა სამუშო ჯგუფმა, სადაც სხვადასხვა პოზიცია ფიქსირდება, თავისი თავი ამოწურა“.


„ჩვენი წინადადება იყო და არის ის, რომ ფქვილის იმპორტის გადასახადს და ხორბლის იმპორტის გადასახადს შორის არსებული სხვაობის ნიველირება მომხდარიყო, არაპირდაპირი გზით. მაგალითად, საუბარი იყო ნებისმიერი სახის ინსტრუმენტზე, რაც ფქვილის იმპორტის დროს ჩაიდებოდა - ან წინა საიმპორტო ნებართვაში მოხდებოდა ამ თანხის გათვალისწინება, ან ფქვილის იმპორტის დროს გარკვეული მოსაკრებელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში ბიუჯეტში შევიდოდა გადასახადი ფქვილის იმპორტიდან და გათანაბრდებოდა პირობები ხორბლის შემომტან წისქვილკომბინატებსა და ფქვილის იმპორტიორებს შორის. ეს საშუალებას მოგვცემდა, რომ ფქვილის ადგილობრივ გამოშვებას, ანუ წისქვილკომბინატებს მუშაობა გაეგრძელებინათ. ამასთან, ხორბლის შემოტანის შემთხვევაში საქართველოში გამოდის არა მხოლოდ ფქვილი, არამედ ქატო. ქატოს ფასიც სერიოზულადაა გაზრდილი საქართველოში, რაცა ასევე უარყოფითი ეფექტია ფქვილის იმპორტისა. ამას ავცდებოდით და შევინარჩუნებდით სამუშაო ადგილებსაც. წისქვილკომბინატების მუშაობის შედეგად ყველა გადასახადი - ელექტროენერგიის, წყლის, საშემოსავლო, საქართველოს ბიუჯეტში შევიდოდა, დღეს კი, როდესაც იმპორტზე ვართ დამოკიდებული, შედის იმ ქვეყნის ბიუჯეტში, საიდანაც მოგვაქვს ფქვილი. ასევე ერთი საკითხია ის, რომ ხორბლის გარდამავალი მარაგები იქნებოდა ქვეყანაში, რაც მეტი უსაფრთხოების მომცემია. ასევე არის თემა, რაც რამდენიმე თვეში დადგება - ადგილობრივი ხორბლის მოსავალი მოდის უახლოეს მომავალში და ამას ვხვდებით წისქვილების გაჩერებით“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up