Liberation: დღეს შამპანურია, ხვალ კონიაკი იქნება

Liberation: დღეს შამპანურია, ხვალ კონიაკი იქნება

access_time2021-07-09 20:00:43

პუტინის მიერ ხელმოწერილმა კანონმა, რომელიც მცნება „შამპანურის“ გამოყენების უფლებას მხოლოდ რუს მწარმოებლებს აძლევს, ფრანგი მეღვინეების უკმაყოფილება გამოიწვია.

 

შამპანის რეგიონის მეღვინეთა კავშირის თავჯდომარის მაქსიმ ტუბარის თქმით, შამპანის რეგიონისთვის სახელწოდება „შამპანური“-ს გამოყენების უფლების წართმევა აღმაშფოთებელია.

 

„ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, და ჩვენ მას თვალის ჩინივით ვუფრთხილდებით. ასეთი რეგულირება რუს მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობაზე და მახასიათებლებზე ამომწურავ და გამჭირვალე ინფორმაციას უზღუდავს“, - ნათქვამია კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.

 

ვითარება აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა - ერთი შეხედვით, ყველაფერი შედარებით უწყინარად გამოიყურება, რადგანაც რეგულაცია მხოლოდ რუსულენოვან წარწერას ეხება - ლათინური ასოებით წარწერა „შამპანური“ უცვლელი დარჩება, მაგრამ თავად ფაქტი, რომ რუსულად ამ სახელის გამოყენების უფლება მხოლოდ რუსულ კომპანიებს ექნებათ, რეალობის ტოტალური დამახინჯებაა.

 

რუსებმა ფრანგული ენა, როგორც წესი, არ იციან, მათი ანბანი კი ლათინურისგან განსხვავდება, ასე რომ მათთვის ეს წარწერა არაფერს არ ნიშნავს.

 


ამ პრობლემას  დიპლომატიური მხარეც აქვს - პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 120 ქვეყანას შორის არსებულ შეთანხმებას ეწინაამღდეგება. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ სახელი „შამპანური“ საფრანგეთის რეგიონ შანპანს უკავშირდება - ამ დროს პუტინი ამბობს, რომ ის საერთაშორისო კანონებზე და ელემენტარულ საღ აზრზე მაღლა დგას.

 

აქედან ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ პუტინს გარკვეული მიზანი აქვს, და ის ტყუილად არაფერს არ აკეთებს. ამ შემთხვევაში საქმე სიმბოლურ აქტთან გვაქვს და ეს მეტია, ვიდრე ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილება. თუ დღეს ჩვენ ამას მივიღებთ - ხვალ კონიაკი, ზეგ კი ნებისმიერი სხვა პროდუქტი იქნება,

 

კონკრეტულად, მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს გადაწყვეტილება ძირითადად რუს მომხმარებლებზე აისახება – რუსეთი ფრანგული შამპანურისთვის დიდი ბაზარი არაა - ექსპორტის კუთხით ის მხოლოდ მე-15 ადგილზეა, ბრუნვა კი 35 მლნ-ს არ აღემატება, ეს კრიტიკული მაჩვენებელი არ არის. შესაბამისად, ეკონომიკური ზიანი უმნიშვნელოა.

 

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, სიმბოლური მიდგომაა - თუ ჩვენ „შამპანურს“ დავთმობთ, ვინ იცის, შემდეგი რა იქნება? რუსეთში დღეს იწარმოება ბრენდი, რომელსაც „კონიაკის“ სახელის ტარების უფლება არა აქვს. თუ შამპანურს დავთმობთ, მაშინ არაა გამორიცხული, რომ ფრანგებმა უფლება კონიაკზეც დაკარგონ.

 

და ეს მხოლოდ დასაწყისია.

 

რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ უწყება უახლოეს დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს. ამავე თემაზე ტვიტერზე განცხადება ეკონიმიკის მინისტრმაც გამოაქვეყნა.

 

ვნახოთ, რას მოიმოქმედენებ ისინი რეალურ ცხოვრებაში და გასცდება თუ არა მათი აქტიურობა ტვიტერს. და რაც მთავარია, აიძულებს თუ არა საფრანგეთი რუსეთს უკან დახევას?

 

liberation.fr




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up