Libertex-ის დამფუძნებელი ვიაჩესლავ ტარანი მონაკოში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. 53 წლის ტარანი ლოზანადან შინ, მონაკოში ბრუნდებოდა. ავიაკატასტროფისას დაიღუპა პილოტიც.
ვიაჩესლავ ტარანი კომპანიების Retail FX და CFDs, საბროკერო ბრენდების Libertex და Forex-ის თანადამფუძნებელი და მთავარი აქციონერი იყო.