საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა დამოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებასხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმავასილ ხოდელმა მოაწერეს.
მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას. კერძოდ, დოკუმენტიითვალისწინებს საქართველოს სკოლების დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას, წარჩინებული მოსწავლეების წამახალისებელი პროგრამების განხორციელებასა და საქართველოს სკოლებშიდასაქმებული ადამიანებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტების შეთავაზებას.
ხელისმოწერის ღონისძიებაზე ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ლიბერთის წარმომადგენლობასმასწავლებლებისა და მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროსთან თანამშრომლობისგაძლიერებისთვის. მისი თქმით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებისთვისმხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და სასკოლო პერსონალისთვის საინტერესო და სასარგებლოპროექტების შეთავაზება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია ლიბერთისინიციატივა, რომელიც სკოლებში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთანერთად პედაგოგებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებისშეთავაზებასაც გულისხმობს.
თავის მხრივ, ლიბერთის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ლიბერთის ახალი სტრატეგიისა და სოციალურიპასუხისმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა დამასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. შესაბამისად, ორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროსთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტისგანხორციელების პროცესში. ამასთან, ლიბერთი მასწავლებლებს შესთავაზებს განსაკუთრებულ საბანკოპროდუქტებსა და სერვისებს. მათ შორის, სპეციალურ განვადებას, საკრედიტო ბარათების ახალ სერიასა დამასწავლებლის ბარათს შესაბამისი პირობებით. საკრედიტო ბარათი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი უკვე 15დეკემბრიდან იქნება.
(R)