ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

access_time2023-01-26 18:20:20

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა.


სკოლა-ბიზნესის ფორუმი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური თანადგომით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.


ლიბერთიმ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე ორი პროექტი შეარჩია და დააფინანსა. სსიპ ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი „შეიყვარე წიგნი“ მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოზარდთა ფუნქციურ მკითხველად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლების პროექტი „მეტი ინკლუზია ბიზნესში“ ახალგაზრდებში ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ბიზნესის დაინტერესებას ითვალისწინებს.


,, ფორუმზე რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდა ისეთი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც მოსწავლეები აქტუალურად მიიჩნევენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები“ - მარინა უშვერიძე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი.



,, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ თითოეულ პროექტს ჰქონდა მაღალი სოციალური ღირებულება. ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ვინაიდან ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა, ამიტომ არჩევანი ორ პროექტზე შევაჩერეთ: „შეიყვარე წიგნი“ და „მეტი ინკლუზია ბიზნესში“. მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა წაახალისოს მოსწავლეების ასეთი ინიციატივები და მათი პროექტები რეალობად აქციოს. ვფიქრობ, ლიბერთის გვერდით დგომა მოსწავლეებისთვის არაერთი იდეის განხორციელების სტიმული იქნება. ჩვენ მათთან დავმეგობრდით‘’ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.


USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგანტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების და სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა, განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე სამოქალაქო სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობასა და ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას ითვალისწინებს.


პროგრამა, საქართველოს მასშტაბით, 650 საჯარო სკოლის მე-7-დან მე-12 კლასის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ხორციელდება.


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.


(R)



თეგები:
ლიბერთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up