ლიბერთი  #გულით და Lingwing-ის ერთობლივი პროექტი

ლიბერთი #გულით და Lingwing-ის ერთობლივი პროექტი

access_time2020-10-22 09:50:55

დღეს, ლიბერთი ბანკსა და უცხო ენების სწავლების კომპანია Lingwing შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი მხარს დაუჭერს 500 აბიტურიენტის მომზადებას ინგლისურ ენაში. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების უცხო ენაში უსასყიდლოდ მომზადებას.

Lingwing უცხო ენების სწავლების ერთადერთი ქართული  პლატფორმაა, რომელიც 4 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. Lingwing-ზე 200 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. პლატფორმა გამოირჩევა უნიკალური სწავლების მეთოდით, რომელიც მომხმარებლების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს და ოთხივე უნარს ერთდროულად ავითარებს უცხო ენის სწრაფად ასათვისებლად.

,,მოხარული ვარ, რომ ამ პროგრამის განხორციელება იწყება. გულწრფელი მადლობა ლიბერთის. ჩვენ ყველა წინა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ პროექტი წარმატებული იყოს, ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ახალი პროექტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ლიბერთის ახალმა და ახალგაზრდულმა გუნდმა ნამდვილად კარგად იცის, ახალგაზრდების განათლებაში ჩადებული ინვესტიციის მნიშვნელობა.“- ვატო ველიაშვილი, Lingwing-ის თანადამფუძნებელი.

,,ჩვენ ვაგრძელებთ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამას ლიბერთი #გულით და ამ პროექტში ჩართვით გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ ქართული კომპანიის მიმართ, რომელსაც აქვს უცხო ენის შესწავლის ინოვაციური და ეფექტური პლატფორმა. ასევე, მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანადგომით 500-ზე მეტი აბიტურიენტი შეძლებს სასურველი უცხო ენის შესწავლას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ სოციალურად დაუცველი აბიტურიენტების მომზადებას. მათ ხომ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.


მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობა ეხმიანება ერთის მხრივ, ბანკის სტრატეგიას იყოს მცირე და საშუალო ბიზნესების პარტნიორი და მხარდამჭერი, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების განათლებას.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

პროექტში ჩართვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა https://lingwing.com/ka/student 15 ნოემბრამდე. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტების შერჩევას  მოახდენს კომპანია Lingwing სამოტივაციო წერილის საფუძველზე.



თეგები:
ლიბერთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up