ლიბერთი „მთიელი წიგნების“  სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი ხდება და მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ერთვება

access_time2023-02-17 16:25:42

პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს. პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარის - წიგნის გარეშე.


,,ლიბერთისა და ,,მთიელი წიგნების“ მეგობრობით, საქართველოს მთიან რეგიონებში, ყველაზე ძნელადმისაღწევ სოფელშიც კი არ დარჩებიან ბავშვები სასურველი წიგნების გარეშე. ჩვენთვის მეტად საამაყოა ის ფაქტი, რომ „მთიელი წიგნები“-ს ორგანიზაციის დამფუძნებელი - გიორგი კივილაძე - ლიბერთის თანამშრომელია.


ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია განათლების ხელშეწყობას გულისხმობს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ „მთიელ წიგნებთან” ერთად წვლილი შევიტანოთ კითხვის პოპულარიზაციის მნიშვნელოვან საქმეში“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი


,,ერთი წლის განმავლობაში მოვიარეთ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ახმეტის რაიონის სოფლები და 1000-ზე მეტ ბავშვს და 43 სკოლის ბიბლიოთეკას გადავეცით სასურველი წიგნები. მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების“ წამოწყებას ლიბერთიც შემოუერთდა და მათი მხარდაჭერით ძალიან ბევრი რეგიონის დაფარვას შევძლებთ.



ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად გაიზრდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქოთ ის წიგნი, რაზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ – ლევან ვარამაშვილი, „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი


http://bit.ly/3XEnviM

,,მთიელი წიგნების“ შესახებ :


მთიელი წიგნები მეგობრების ჯგუფია, რომელიც ერთი წლის წინ გაიცნო საზოგადოებამ. თავს წითელი ყველგანმავალის მგზავრებს უწოდებენ და ცდილობენ, მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეთ უსაჩუქროდ! მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - წიგნი მიაქვთ.


ლიბერთი ბანკის შესახებ:


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.


(R)

თეგები:
ლიბერთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up