ლიბერთი სტუდენტებს კარიერული წინსვლისთვის დაპროგრამების  მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ურჩევს

ლიბერთი სტუდენტებს კარიერული წინსვლისთვის დაპროგრამების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ურჩევს

access_time2022-12-15 10:30:30

ლიბერთი ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტია ახალგაზრდების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა. შესაბამისად, როდესაც მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მსგავსი ღონისძიების პარტნიორები გავმხდარიყავით ბევრი არ გვიფიქრია და მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, - ასე შეაფასა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ლიბერთი ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა თორნიკე ბენიძემ, დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატის მასპინძლობა, რომელიც ლიბერთი ბანკის მხარდაჭერითა და სტრატეგიული პარტნიორობით ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.


როგორც ბენიძემ განაცხადა, წლების წინ ისიც აქტიურად იყო ჩართულია ამ ჩემპიონატში და მიაჩნია, რომ მისი კარიერული წინსვლა სწორედ ამ ჩემპიონატთანაცაა კავშირში.


როგორც ბანკს, კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის ბიძგის მიცემის კუთხით. თავის დროზე, მეც ვღებულობდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი შემდგომი კარიერული წარმატება მნიშვნელოვან წილად უკავშირდება ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. რომ შევეხოთ თავად ამ ოლიმპიადას, ის არის ყველაზე მაღალრეიტინგული შეჯიბრი, რომელთა მონაწილეები და გამარჯვებულები დღეს წამყვან კომპანიებში, მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ღონისძიებების პოპულარიზაცია მოხდეს, რათა მასში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ. მინდა ვთქვა, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა არ ნიშნავს ერთ კონკრეტულ დღეს შეჯიბრში მონაწილეობას. იმისათვის, რომ კონკრეტული წარმატება იყოს მიღწეულია საჭიროა წლების ჩართულობა.


ჩემი გამოცდილებით და ჩემს ირგვლივ, ჩემს თაობაში ვისაც მონაწილეობა მიუღია, არ არის აუცილებელი, რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვის მიეღწიათ ან ოქროს მედლები აეღოთ, ვინც აქტიურად ერთვებოდა, შემდეგში არავის შექმნია პრობლემა კარიერული წარმატების მიღწევაში. ლიბერთი ბანკშიც გვყავს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ ღონისძიებებში“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა.


დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატზე სასაუბროდ რადიო „კომერსანტის“ ეთერში მოწვეული იყო ასევე ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ზარქუა, რომელიც იმავდროულად ამ შეჯიბრების დირექტორია.


როგორც ზარქუამ განაცხადა, შეჯიბრი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე რეიტინგული ღონისძიებაა.



„აქ ხალხი ეჯიბრება არამარტო ინტელექტში, ასევე ტექნოლოგიებში. ასეთი შერწყმა ძალიან იშვიათია. კონკრეტული მაგალითი: 2009 წელს თსუ-ს გუნდის შემადგენლობაში გახლდით სტოკჰოლმში, ფინალზე და პირდაპირი რეპორტაჟი ღონისძიებიდან ყველა სამთავრობო არხს მიყავდა. დაჯილდოება ჩატარდა იმავე დარბაზში, სადაც ნობელის პრემიების გადაცემა ხდება. მოკლედ, მნიშვნელობა ძალიან დიდია და რაც უფრო მალე მოხდება ამის გათავისება, მით უკეთესია. ეს შეჯიბრებები ტარდება 70-იანი წლებიდან, მაგრამ 1992 წლიდან ამ შეჯიბრებებს მიეცა მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსი. სხვადასხვა ეტაპები უნდა გაიარონ გუნდებმა და ერთ-ერთი ეტაპი არის ნახევარფინალი. ნახევარფინალი იმ ზონაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ტარდება 2000 წლიდან და ტარდება ისე, რომ ერთ-ერთი საშეჯიბრო მოედანი ეწყობა სამხრეთ კავკასიაში. გასაგები მიზეზების გამო, სამხრეთ კავკასიაში საშეჯიბრო მოედანი ახლა საქართველოში ეწყობა, თუმცა იყო 3 წელი, როდესაც გუნდებს სომხეთი მასპინძლობდა. მაშინ ასევე გასაგები მიზეზების გამო, იქ ვერ ჩავიდნენ აზერბაიჯანის გუნდები. ამ სამი წლის გამოკლებით დანარჩენ წლებში ჩემპიონატს მასპინძლობს ქართული მხარე. პირველი უნივერსიტეტი, რომელიც ასეთი ტიპის ღონისძიებას მასპინძლობდა გახდათ სტუ. დღეისთვისაც ყველაზე ხშირად ამ ღონისძიების მასპინძელი სწორედ სტუ-ა. რამდენიმეჯერ უმასპინძლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საპატრიარქოს უნივერსიტეტმა, ევროპის უნივერსიტეტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა. წელს პირველად ჩავატარეთ ჩვენს უნივერსიტეტში.


საქართველოში ჩვენ ვატარებთ ნახევარფინალის წინ მეოთხედფინალს. მეოთხედფინალი ტარდება 2 საშეჯიბრო მოედანზე, დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში.


თუ კაცი გათვითცნობიერებულია, ის უკვე ხდება მიმზიდველი ნებისმიერი კამპანიისთვის, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების სფეროში საქმიანობს. მე უამრავი ახალგაზრდა შემიძლია დავასახელო, რომელთაც საოლიმპიადო პროცესები გაიარეს და დღეს არიან მსოფლიო წამყვანი კომპანიების თანამშრომლები“, - აღნიშნა ზარქუამ.


თორნიკე ბენიძის თქმით, ლიბერთი ბანკი დღეს აქტიურად თანამშრომლობს 20-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელთან.


„ყოველწლიურად ვიკრიბებით და სტუდენტებს ვაცნობთ იმ მიმართულებებს, სადაც აქტიურად ვეძებთ სტაჟიორებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება ყოველწლიურად აქტუალურია და ათეულობით ადამიანს ვაძლევთ საშუალებას, რომ გაიარონ სტაჟირება ჩვენთან. სტაჟირების პერიოდი გრძელდება 3-დან 6 თვემდე. მიმართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ პროგრამირების მიმართულება, რაშიც ახლა კონკურსი ჩატარდა, არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება. ამის გარდა, ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა აქვს ბანკს, 400-მდე ფილიალია, შესაბამისად რთული ქსელური ინფრასტრუქტურა გაქვს და ბევრი მიმართულებით შეგვიძლია სტაჟიორებს მივცეთ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.


ლიბერთი ბანკის არხების ციფრული მომხმარებლების რაოდენობამ წელს 500 ათას მომხმარებელს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ამ მაჩვენებლებზე გაჩერებას არ ვაპირეთ და საკმაოდ ამბიციური გეგმები გაქვს, რომ ეს აქტიურობა კიდევ უფრო გაიზარდოს.


ბოლო სამი წლის განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდა. უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში განვახორციელეთ დიდი ცვლილებები ბანკში. შევცვალეთ ძირითადი საბანკო მოდული და სხვა. ინტერნეტ ბანკი და მობილ ბანკი შეიძლება ითქვას, რომ აისბერგის მწვერვალია, რომელიც ჩანს, მაგრამ ამის უკან დიდი ინფრასტრუქტურა და ძლიერი გუნდი დგას. ბოლო წლის განმავლობაში დაახლოებით სამჯერ გაიზარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდი. დღეს 250-მდე თანამშრომელია და შემდეგ წელს ვგეგმავთ 300 თანამშრომლამდე გავზარდოთ“, - განაცხადა ლიბერთი ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორმა თორნიკე ბენიძემ.


შეგახსენებთ, რომ დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) ნახევარფინალში 47-მა გუნდი, მათ შორის სომხეთიდან 14, აზერბაიჯანიდან 16 და საქართველოდან 17 გუნდი მონაწილეობდა. დამატებით 10 უძლიერესი გუნდი კი სამხრეთ კავკასიის ღია პირველობაში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ICPC-ის ნახევარფინალი ერთდროულად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ქუთაისში და ბარნაულში ჩატარდა. სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის პერსონალური შეჯიბრებას, დისტანციურად უკრაინის რამდენიმე საუკეთესო სტუდენტი-პროგრამისტი ესწრებოდა.


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up