ლიბერთის ინოვაციური პროდუქტი ახალი შესაძლებლობებისთვის - გამარტივებული იპოთეკური სესხი

ლიბერთის ინოვაციური პროდუქტი ახალი შესაძლებლობებისთვის - გამარტივებული იპოთეკური სესხი

access_time2022-10-21 18:55:28

თბილისი, 21 ოქტომბერი 2022: დღეს, ლიბერთის ახალი პროდუქტის ‘გამარტივებული იპოთეკური სესხის’ შესახებ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარტივებული იპოთეკური სესხი, ბინის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას 0% თანამონაწილეობით გულისხმობს.



შეთავაზება უნიკალურია ბაზარზე და ნებისმიერი მომხმარებლისთვის ბინის მარტივად შეძენასთან ერთად, დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


„ახალი ლიბერთის სტრატეგია მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების შექმნას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, ვფიქრობთ, ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია ადამიანებისთვის საკუთარი სივრცის შექმნის ან თუნდაც შემოსავლის გაზრდის მიზნით ბინის შეძენის შესაძლებლობის მიცემა. ახალი პროდუქტის დიზაინის ეტაპზე, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი სწორედ ეს იყო - თუ აქამდე კომერციულ ბანკში იპოთეკური სესხით სარგებლობისთვის თანამონაწილეობა ან წინასწარი შენატანი ან დამატებითი ქონებით უზრუნველყოფა იყო საჭირო,‘გამარტივებული იპოთეკური სესხის’ პირობებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა სრულად დაიფინანსოს ჩვენს პარტნიორ დეველოპერთან შერჩეული ბინა - ანი ჯიბლაძე, ლიბერთის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


‘გამარტივებული იპოთეკური სესხის’ პირობებით, ნებისმიერ მსურველს, რომელიც ლიბერთის მიერ დაფინანსებულ პარტნიორ დეველოპერულ კომპანიაში შეარჩევს ბინას, ქონების ღირებულების 100%-ს ლიბერთი დაუფინანსებს. 0%-იანი თანამონაწილეობის პირობა ვრცელდება ლიბერთის მიერ სრულად დაფინანსებულ დეველოპერულ პროექტებზე, რომლის მშენებლობის ყველა ეტაპის დასრულებას უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკი.




აღსანიშნავია, რომ ახალი პროდუქტი საინტერესოა დეველოპერული კომპანიებისთვისაც - მათ აქვთ საშუალება ლიბერთის პროექტში ჩართულობით მშენებლობისთვის მიიღონ სასურველი დაფინანსება და შედეგად, ლიბერთის მომხმარებლებს მისცენ განსაკუთრებული პირობებით ბინის შეძენის შესაძლებლობა.



პარტნიორი დეველოპერების შეთავაზებები და პროდუქტის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია www.libertybank.ge-ზე.

სს ლიბერთი ბანკის შესახებ


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up