“ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები აბსოლუტურად გამჭვივირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე“  - ვაჟა მენაბდე

“ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები აბსოლუტურად გამჭვივირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე“ - ვაჟა მენაბდე

access_time2022-02-10 10:55:56

,,არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი - საბაზროზე დაბალი პროცენტით და აბსოლუტურად გამჭვირვალე განაკვეთით“ -  გადაცემა ,,ბიზნეს კურიერის“ ინტერვიუ „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორ ვაჟა მენაბდესთან  


საქართველოში ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ დღემდე არ იცის, რისგან შედგება სესხის საპროცენტო განაკვეთი, დაბალია ფინანსური განათლების დონეც. ამ ნოყიერ ნიადაგს კი ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები და პოპულისტური დაპირებებით ხან პროცენტის შემცირებას ჰპირდებიან ამომრჩევლებს და ხან პრობლემური სესხების საკითხის მოგვარებას. არცერთი დაპირება ჯერ არ შესრულებულა.


ამ ინტერვიუთი კიდევ ერთხელ მოვფინეთ ნათელი ე.წ. საპენსიო სესხების საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში პოლიტიკოსებისთვის საყვარელ თემად იქცა.



– პირველ რიგში, მინდა ავუხსნათ ჩვენს მსმენელებს, რატომ არის ხოლმე სესხის პროცენტი ისეთი, როგორიც არის და კონკრეტულად „ლიბერთი ბანკის“ სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში ხანდაზმული ადამიანებისთვის რატომ გამოდის ისეთი, როგორიც არის…



– არანაირი საპენსიო სესხი აღარ არსებობს, ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც ეროვნული ბანკის ყველა რეგულაციას ექვემდებარება და ყველა წესის დაცვით გადის, როგორც სხვა სამომხმარებლო სესხი. ეს არის ჩვეულებრივ შემოსავლების საფუძველზე გაცემული სესხი.



რაც შეეხება ფასწარმოქმნას, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, აქაც რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.

რესურსის ღირებულება, რასაც ბანკები თავის მხრივ სესხულობენ დეპოზიტებისა და უცხოური ვალუტის მოზიდვის სახით.

შემდეგ ეს არის რისკის ფასი, რამდენია დანაკარგი ასეთ პორტფელზე, შემდეგია დისტრიბუციის ხარჯი, ამ ყველაფერს ხომ მომსახურება სჭირდება ხელფასების სახით.


აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რაც უფრო მცირე ზომის არის სესხი, მით უფრო დიდია მისი დისტრიბუციის ფასი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საშუალო სესხის თანხა ამ ტიპის კრედიტებზე, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ, 1000 ლარის ფარგლებშია, იშვიათი გამონაკლისების გარდა. შესაბამისად დროის დანახარჯი, ან სხვა ტიპის დანახარჯი იგივეა საჭირო, რაც 20 ათასიანი ლარის სესხის გაცემაზე.


ანუ 1000 ლარიანი სესხის გაცემა ჯდება იგივე, რაც 20 ათას ლარიანი სესხის გაცემა.


რაც შეეხება იმაზე საუბარს, მაღალი ფასია, თუ დაბალი, აქ მთავარი კითხვაა, ბაზართან გაცილებით დიდია, თუ მიახლოებულია. ანუ საბაზრო ფასთან მიახლოებულია თუ არა.  ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენი ფასები არათუ საბაზრო, არამედ ამ ტიპისა და მოცულობის თანხებში, საბაზროზე დაბალია.


– ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებმა ახსენეს დივერსიფიცირება და სხვადასხვა ბანკში სესხის აღების შესაძლებლობა… არ მინდა, ჩვენს მსმენელებსა და მკითხველს შეექმნათ არასწორი წარმოდგენა, თითქოს სხვა ბანკში მივლენ და პენსიონერს ვინმე უფრო დაბალ პროცენტში მისცემს სამომხმარებლო სესხს.


ამაზე კითხვა მაქვს ასეთი, დღეს რა ფასში გაიცემა სხვა ბანკებში 1000 ლარიანი სამომხმარებლო სესხი?
და მე ამაზე პასუხიც მაქვს – ეს პროცენტია იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენი საპროცენტო განაკვეთები.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up