„ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები სრულად გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე“ - ვაჟა მენაბდე

„ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები სრულად გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე“ - ვაჟა მენაბდე

access_time2022-02-08 10:55:12

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ განაცხადა, რომ “ლიბერთი ბანკის” სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ხანდაზმული პირები იღებენ, თავის კატეგორიაში ყველაზე ხელმისაწვდომია. ამასთან, ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ამ კატეგორიის სესხებს არ აქვთ ფარული საკომისიო თუ მომსახურების გადასახადი.

 

“ჩვენ არაერთხელ გაგვიცია ამაზე პასუხი და ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საბაზრო ფასზე, არის თუ არა ეს ფასი საბაზრო  და ხომ არ არის ამოვარდნილი ბაზრიდან. ნებისმიერ პროდუქტზე საუბარი მისი საბაზრო ფასიდან გამომდინარეა საჭირო, რადგან ასე ნათლად ჩანს თუ რა არის ძვირი.

 

საპენსიო სესხს დიდი ხანია აღარც უნდა ვახსენებდეთ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც სებ-ის ყველა რეგულაციას და  მათ შორის შემოსავლების დასაბუთების, PTI-ის რეგულაციას ექვემდებარება.

 

ჩვენ ბევრჯერ დავასაბუთეთ, რომ ამ მოცულობის კრედიტებს, კორპორატიულ, მილიონ დოლარიან სესხებს თუ შევადარებთ, ფასში რა თქმა უნდა სხვაობა იქნება. მაგრამ თუ ვადარებთ 1000 და 2000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების განაკვეთს, ლიბერთის სესხები ამ შემთხვევაში უმეტესწილად საბაზრო განაკვეთებზე დაბალია.

 

კიდევ ერთი დეტალია საგულისხმო, ჩვენი საპროცენტო განაკვეთი არის სრულიად გამჭვირვალე, რადგან აქ არ არის რაიმე ფარული საკომისიოები, დამატებითი გადასახადები. როდესაც კონტრაქტში ვხედავთ დაბალ განაკვეთს 18%; 20%, 24% კარგად უნდა წავიკითხოთ რა არის ეფექტური განაკვეთი და ხომ არ არის გაცემის საკომისიო ან სხვა საკომისიოები.

 

როდესაც სამომხმარებლო სესხებს ვადარებთ ერთმანეთს,  ბაზარზე თუ უფრო მაღალი განაკვეთებია და 1000-ლარიანი სახელფასო სესხი რომ აიღოს ადამიანმა,  თუ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე   ლიბერთიში კონკრეტული სესხი, მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არსებული კონტრაქტი დაიშლება ან შეიცვლება, მაშინ სხვა ბანკში სესხებზე უფრო დაბალი პროცენტი იქნება.

 

ფასწარმოქმნისას გასათვალისწინებელია დისტრიბუციის ხარჯი. ანუ,  რაც უფრო პატარაა სესხი, რაც უფრო წვრილ თანხებად გაიცემა, რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ფასზე.

 

ჩვენი ფასი არის საბაზრო. დღეს არსებულ ბაზარზე, ასეთივე სესხებზე, კიდევ უფრო მაღალი განაკვეთებია. რისკის ფასს რაც შეეხება ამ სესხებისთვის ეს არ არის 2%; არამედ არის დაახლოებით 5% და ეს არის დანაკარგი. მოგეხსენებათ, ჩვენ ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისგან არ ვითხოვთ თანხის ამოღებას.

 

ჩვენ ვართ გამჭვირვალე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს,”- აცხადებს “ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დირექტორი ვაჟა მენაბდე.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up